ნიკოლ ფაშინიანი – დღეიდან მზად ვართ, უზრუნველვყოთ სატვირთო მანქანების ტრანზიტი თურქეთიდან აზერბაიჯანში და აზერბაიჯანიდან თურქეთში

დღეიდან მზად ვართ, უზრუნველვყოთ სატვირთო მანქანების ტრანზიტი თურქეთიდან აზერბაიჯანში და აზერბაიჯანიდან თურქეთში, კერძოდ, მარგარა-ეღეგნაძორი-სისიანი-გორისის მარშრუტით, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ეს ამ ეტაპზე ერთადერთი ვარიანტია, რომლის განხორციელებაც ქვეყანას დღესვე შეუძლია.

„წელიწადი და რვა თვეა, რაც სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სროლის შედეგად არცერთი ჯარისკაცი არ დაღუპულა. კიდევ ერთხელ მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სომხეთის დამოუკიდებლობის მთელ ისტორიაში არასდროს გვქონია ასეთი წელიწადი და რვა თვე“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, საკმაოდ ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს „ტრამპის გზის“ პროექტის განსახორციელებლად.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე აქციებზე: ეს ადამიანები არიან დამარცხებულები იმედი მაქვს, რომ ბევრი მათგანი გააცნოებიერებს, თუ რა პროცესები მიდის, როგორ იყენებენ მათ და როგორ წირავენ ციხისთვის
შემდეგი სტატიათაკო ჩარკვიანი: გაათრიეთ“ ეს ცოლ-ქმარი ბოკერია-ჩერგო პოლიტ. „სცენიდან“