11.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, თებერვალი 18, 2026
banner

ნიკოლ ფაშინიანი და ილჰამ ალიევი დუბაიში შეხვედრას გეგმავენ

სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი ივლისის ბოლოს დუბაიში გეგმავენ შეხვედრას. ამის შესახებ „მიდლ ისთ აი“ ავრცელებს ინფორმაციას.

გამოცემის თანახმად, არაბთა გაერთიანებული საამიროები მოუთმენლად ელოდება მოლაპარაკებების მასპინძლობას, რაც ორ კავკასიურ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაუმჯობესების მცდელობის ნაწილია.

საკითხთან დაკავშირებულმა ორმა წყარომ გამოცემას განუცხადა, რომ დუბაიში დაგეგმილი შეხვედრა დადებითი ნიშანია, რაც მიუთითებს, რომ ორივე მხარე კვლავ მზადაა მოლაპარაკებისთვის, მიმდინარე უთანხმოების მიუხედავად.

ორი ქვეყნის ლიდერი ბოლოს მაისში, ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში, ევროპული პოლიტიკური საზოგადოების სამიტის ფარგლებში შეხვდა ერთმანეთს, სადაც ისინი კომუნიკაციის არხების ღიად შენარჩუნებაზე შეთანხმდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ სომხეთმა და აზერბაიჯანმა მარტში მიაღწიეს კონსენსუსს სამშვიდობო შეთანხმების პროექტზე, ბაქო კვლავ მოითხოვს რამდენიმე დამატებითი პირობის შესრულებას შეთანხმების ოფიციალურად ხელმოწერამდე.

აზერბაიჯანი ერევნისგან მოითხოვს, რომ კონსტიტუციაში ცვლილებები შეიტანოს. ბაქო ასევე მოითხოვს ეუთო-ს მინსკის ჯგუფის დაშალას. გამოცემა წერს, რომ ნიკოლ ფაშინიანს მომავალ წელს არჩევნები ელოდება და ექსპერტების თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მან არჩევნებამდე კონსტიტუციური რეფერენდუმი ჩაატაროს.

banner
წინა სტატიაშისაფრანგეთში გაფიცვის გამო 170-ზე მეტი ავიარეისი გადაიდო
შემდეგი სტატიაკიევში უკრაინის გმირს, F-16-ის პილოტს ემშვიდობებიან [VIDEO]