25.3 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ივლისი 22, 2026
banner

ნიკოლ ფაშინიანი: ჩვენ დაინტერესებული ვართ ევროკავშირსა და საქართველოს, ასევე შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის შერიგებით

ჩვენ დაინტერესებული ვართ ევროკავშირსა და საქართველოს, ასევე შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის შერიგებით, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

„ეს ჩვენი პოზიციაა. თუმცა, ამის გარდა, რა თქმა უნდა, ჩვენი თანამშრომლობა და ურთიერთობები საქართველოსთან განუწყვეტლივ განვითარდება. საქართველო ჩვენი მოძმე ქვეყანაა. ჩვენ გვაქვს სტრატეგიული პარტნიორობა და ეჭვგარეშეა, რომ ჩვენი ურთიერთობების განვითარებას გავაგრძელებთ“, – განაცხადა ფაშინიანმა.

სომხეთში ამ დროისთვის არსებული საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით, სომხეთის ეროვნულ კრებაში წარმოდგენილი იქნება ოთხი პოლიტიკური ძალა: „სამოქალაქო კონტრაქტი“, ბლოკი „ძლიერი სომხეთი“, ბლოკი „სომხეთი“ და „აყვავებული სომხეთი“.

მანდატების შემდეგნაირად გადანაწილდება: „სამოქალაქო შეთანხმება“ – 61 მანდატი, ბლოკი „ძლიერი სომხეთი“ – 28 მანდატი, ბლოკი „სომხეთი“ – 11 მანდატი, პარტია „აყვავებული სომხეთი“- ხუთი მანდატი.

ბოლო მომენტში, „აყვავებულმა სომხეთმა“ გადალახა 4%-იანი ბარიერი, რის შედეგადაც მან პარლამენტში მოხვედრა შეძლო.

ოთხი უმსხვილესი ეროვნული უმცირესობიდან: ოთხი მანდატიდან სამი გადადის „სამოქალაქო კონტრაქტთან“, ერთი – ბლოკ „ძლიერ სომხეთთან“, რის შედეგადაც მისი მანდატების რაოდენობა 28-მდე იზრდება.

ამასთან, სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის განახლებული მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებში ხმები ასე გადანაწილდა:

ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: „სამოქალაქო კონტრაქტი“, რომელმაც მიიღო 49,81%, (727 160 ხმა). მეორე ადგილზეა ბლოკი „ძლიერი სომხეთი“, რომელმაც მიიღო 23,29% (340 062 ხმა). მესამე ადგილზეა ბლოკი „სომხეთი“, რომელმაც მოიპოვა 9,94% (145 097 ხმა). მეოთხე ადგილზეა პარტია „აყვავებული სომხეთი“, რომელმაც მიიღო 4,00% (58 368 ხმა).

banner
წინა სტატიაშიპოლიციამ ბათუმში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა – დაკავებულია 1 პირი
შემდეგი სტატიაბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ისრაელმა „ჰეზბოლას“ 350 მებრძოლი გაანადგურა