15.5 C
Tbilisi
ორშაბათი, ივნისი 15, 2026
banner

ნიკოლ ფაშინიანი: ახალქალაქი-ყარსის რკინიგზა სომხეთიდან ექსპორტ-იმპორტისთვის უკვე ღიაა

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ახალქალაქი-ყარსის რკინიგზა, აზერბაიჯანის რკინიგზის მსგავსად, სომხეთიდან ექსპორტისა და იმპორტისთვის უკვე ღიაა. ამის შესახებ ფაშინიანი სოციალურ ქსელში წერს და  ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში დიდი მოვლენას უწოდებს.

„მადლობა ჩვენს პარტნიორებს თურქეთსა და საქართველოში“, – აცხადებს ნიკოლ ფაშინიანი.

ფაშინიანის თქმით, დღეს სომხეთს რკინიგზით კავშირი აქვს რუსეთთან საქართველოსა და აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით და ჩინეთთან რუსეთისა და ყაზახეთის ტერიტორიის გავლით, ამჟამად კი მას ასევე აქვს რკინიგზით კავშირი ევროკავშირთან საქართველოსა და თურქეთის ტერიტორიის გავლით.

„უახლოეს მომავალში მოხდება სომხეთ-თურქეთის, სომხეთ-აზერბაიჯანის და შემდეგ ნახჭევანის გავლით სომხეთ-ირანის რკინიგზის გახსნა. ამ მოვლენებს უახლოეს მომავალში „ტრამპის მარშრუტის“ პროექტის განხორციელების შედეგად ვიხილავთ“, – აცხადებს ნიკოლ ფაშინიანი.

banner
წინა სტატიაშიქუთაისში ავტომობილი ველოსიპედს დაეჯახა – დაშავებულია ერთი პირი
შემდეგი სტატიასიბიგა: ბრძოლის ველზე შედეგის მიღწევის უნარის არ ქონის გამო, პუტინი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ტერორს მიმართავს