5.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მარტი 16, 2026
banner

“ნიკო თავის თაობას არ მოუკლავს, ეს თაობა არის ერთ-ერთი რგოლი, ნიკო ქვეყანას მოუკლეს შეკვეთით” – ნიკო კვარაცხელიას დედა

ნიკო თავის თაობას არ მოუკლავს, ეს თაობა არის ერთ-ერთი რგოლი. ნიკო ქვეყანას მოუკლეს შეკვეთით” – ამის შესახებ თბილისის ცენტრში მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედამ TV პირველისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

იზა ომაძე ამბობს, რომ სამართლებრივი დეტალების გავლის შემდეგ აქციას დააანონსებს.

“ნიკო მოკლა უბინძურესმა ტვინმა, რომელიც მართავს სამსახურებს, რომელმაც მოიფიქრა, რომ ნიკო აუცილებლად უნდა მოკლულიყო თავისი თანატოლების მხრიდან, თუმცა ნიკო თავის თაობას არ მოუკლავს, ეს თაობა არის ერთ-ერთი რგოლი. ნიკო ქვეყანას მოუკლეს შეკვეთით”- აცხადებს იზა ომაძე. 

ომაძემ “მკვლელების” მშობლებს მიმართა და უთხრა, რომ მათ ბოდიშს მიიღებს, თუ “მკვლელები და მათი მშობლები” რეალურ დამკვეთებს დაასახელებენ.

“რა მოხდა? – წინ და უკან ატარეს ფიგურანტები. რამდენიმე თვის თავზე მეუბნებიან იცით რას? – “არაფერს ამბობენ”, “დაკითხვაზე არ მოდიან”. ეს იმ ფონზე, როცა უდანაშაულო ადამიანებს ატყვევებენ, ასისხლიანებენ, მათე დევიძეს რა უნდა ციხეში და ნიკოს მკვლელები უნდა დადიოდნენ გარეთ? რეზო კიკნაძეს რა უნდა ციხეში?!  მე არ გავჩერდები!” – თქვა ომაძემ. 

 

 

banner
წინა სტატიაში“ჩემი თხოვნა იქნება”- რას წერს ზვიად ცეცხლაძე
შემდეგი სტატიადიდი ბრიტანეთი: რუსეთმა ალექსეი ნავალნი ისრისებრი ბაყაყის ტოქსინით მოკლა