ნიკო ნიკოლაძის სახელობის სტიპენდიაზე განაცხადების მიღება დაიწყო!

ნიკო ნიკოლაძის სახელობის სტიპენდიაზე განაცხადების მიღება დაიწყო!

წელს პირველად, განაცხადები მიიღება და სტიპენდია გაიცემა 2 მიმართულებით:

უკვე ტრადიციულად, ყველა ფოთელი სტუდენტისთვის, რომელიც სწავლობს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული, ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პირველი და მეორე საფეხურის პროგრამებზე – 30 სტუდენტი გახდება სტიპენდიატი.
და სიახლე – სტიპენდია გაიცემა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული, ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პირველი საფეხურის პროგრამების 5 სტუდენტისათვის.

თუ ხარ სტუდენტი და გაქვს 2023-2024 სასწავლო წლის პირველი სემესტრის წარმატებული შედეგები – ჩაერთე კონკურსში და მოიპოვე დაფინანსება!

ნიკო ნიკოლაძის სახელობის სტიპენდიის მიზანია სწავლაზე ორიენტირებული, მოტივირებული და წარმატებული ფოთელი სტუდენტების ფინანსური წახალისება.

კონკურსში მონაწილეობისთვის 6 მარტიდან – 2 აპრილის 18:00 საათის ჩათვლით გამოგზავნეთ განაცხადი მითითებულ ელ.ფოსტაზე: scholarship@poti.gov.ge ან დოკუმენტაცია წარმოადგინეთ მატერიალური სახით ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში (მისამართი: აღმაშენებლის ქუჩა N12)

დეტალური ინფორმაცია კონკურსის წესებისა და პირობების შესახებ იხილეთ ბმულზე: https://tinyurl.com/4td8fndk

banner
წინა სტატიაშისარჯველაძე – ძნელია „ლელო“ გააერთიანო გახარიასთან ან ნაცებთან, რომელთანაც მუდმივად ჰქონდათ მორალური დილემა, რომ საკუთარი ამომრჩეველიც კი დაუწუნებდა ამ გადაწყვეტილებას
შემდეგი სტატიავოლსკი – ახლა ევროპული იდეის გარშემო პრეზიდენტი ოპოზიციური ძალების შემოკრებას აპირებს. ეს აბსოლუტური უტიფრობაა