26.8 C
Tbilisi
პარასკევი, სექტემბერი 11, 2026
banner

ნიკო მანაგაძემ “ქართული ოცნების” დეპუტატ ირაკლი კირცხალიას ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა

სამოქალაქო აქტივისტმა ნიკო მანაგაძემ „ქართული ოცნების“ წევრ ირაკლი კირცხალიას წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ინფორმაციას ტვ პირველი ავრცელებს.

მანაგაძის განცხადებით, კირცხალიამ „ტელეკომპანია იმედის“ ეთერში მის მიმართ ცილისმწამებლური, დისკრედიტაციული და რეპუტაციის შემლახავი განცხადებები გააკეთა.

„თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სარჩელით ირაკლი კირცხალიას წინააღმდეგ. სარჩელი ეხება მისი მხრიდან ჩემი მისამართით «ტვ იმედის» ეთერში გაკეთებულ სადისკრედიტაციო, ცილისმწამებლურ და მიზანმიმართულად რეპუტაციის შემლახავ განცხადებებს. ეს არის იმ ბინძური კამპანიის გაგრძელება, რომელიც ჯერ კიდევ 2024 წლიდან წამოიწყო რეჟიმმა ჩემთან მიმართებით და დღემდე გრძელდება“, — აცხადებს ნიკო მანაგაძე.

banner
წინა სტატიაშიუკრაინულმა ძალებმა რუსეთის სიღრმეში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და ყირიმში აეროდრომს დაარტყეს
შემდეგი სტატიაგედევან ფოფხაძე ირაკლი ღარიბაშვილს სისტემის მხილებას ურჩევს: წინააღმდეგ შემთხვევაში, საკუთარ თავსა და ოჯახს ვერ დაიცავს