ნიკო კვარაცხელიას დედა-უკვე მეორედ 12 აგვისტო შემოდის უშენოდ, ჩემო მაგარო ბიჭო! გილოცავთ დე♥️

უკვე მეორედ 12 აგვისტო შემოდის უშენოდ, ჩემო მაგარო ბიჭო! გილოცავთ დე♥️

ნიკო როგორ ხარ? – და პასუხი ყოველთვის იყო მაგრად! ახლაც იმით ვსულდგმულობ რომ ყველაზე მაგრად ხარ!! სადაც ნიკოა იქ ხომ ყველგან სინათლეა💫💫💫🕊️🕊️🕊️

შევეშალეო მკვლელებს, ბოლო ეს გითქვამს ,💔💔💔- არა შვილო არავის შეშლილხარ, პირიქით შენ იყავი სამიზნე, განათლებული, ჭკვიანი და უკვე წარმატებული ახალგაზრდა ბიზნესმენი ! პირველი ქართული სოციალური ქსელის შემქმნელი ნიკო! თავისუფალი და ამოუწურავი შესაძლებლობებით!!!
და სწორედ ამან გააბოროტა ეშმაკი!!!

“ჩვენ ვიდრე ვიბრძვით, იქამდე ვართ ანგარიშგასაწევი ხალხი მტრისთვისაც და მოყვრისთვისაც.”-ო , მწერალ ოთარ ჭილაძეს თავისმა განვლილმა
ცხოვრებამ ათქმევინა, ხოდა ვიბრძვი,ვიბრძვი და ვიბრძვი
მეც ჩემი სიმართლისთვის!!!

დაბადების დღეს გილოცავ !!!
ნიკო 24 წლის ♥️♥️♥️

გაუსაძლისად მენატრები, უსამართლობა მახჩობს, დღემდე პასუხგაუცემელი კითხვები მანადგურებს მაგრამ ყველაფერს აეხდება ფარდა იმედს არ ვკარგავ და არც ბრძოლას ვაკლებ!!!

იფრინე მაღლა, ჩემო ბიჭო,❤️
ზეცას ხომ საზღვრები არ აქვს!!!

“მე კი ჭკუიდან შევიშლებოდი ამქვეყნიური უსამართლობისაგან, რომ არ ვიცოდე უკანასკნელი სიტყვა ღმერთს ეკუთვნის” – ამბობს პაისი ათონელი
მეც მისი ბოლო სიტყვის, მოქმედების, შეწევნის იმედი მაქვს შვილო!!!

გილოცავს შენი ოჯახი, რომელიც ყველაზე მეტად გეამაყება!!!
რაც შენ ზეცაში გადაინაცვლე ჩვენც ორ განზომილებაში ვცხოვრობთ აქ და იქ!!!
უფრო სწორად იქ და აქ🕊️🕊️🕊️

Happy birthday My♥️♥️♥️

უფრო მეტის თქმა მინდოდა ხმამაღლად მინდოდა მეყვირა შენზე😔😔😔მაგრამ დღეს მე შოვში დაღუპულების ჭირისუფალი ვარ, შოვი ჩემი ტრაგედიაცააა😔🥲💔🕊️🕊️-წერს ვერაზე მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე.

banner
წინა სტატიაშიგარემოს ეროვნულმა სააგენტო: მომავალში ყოველგვარი გართულებების თავიდან აცილების მიზნით, გასატარებელია გარკვეული გადაუდებელი პრევენციული ღონისძიებები
შემდეგი სტატიაქვემო ეშერაში ვხედავთ უცნობ ბიჭებს ზურჩანთებით, რომლებიც ნარკოტიკს მიწაში ფლავენ და ცოტა ხანში მოდიან მანქანებითბ ბიჭები, რომლებიც ამ ნარკოტიკებს ეძებენ – ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები