ნიკო კვარაცხელიას დედა: შენი კუთხიდან, შენი სოფლიდან ასეთი დიდი სიყვარული ჩვენთვის ძალიან საპასუხისმგებლოა

შენი კუთხიდან, შენი სოფლიდან ასეთი დიდი სიყვარული ჩვენთვის ძალიან საპასუხისმგებლოა, ასეთი თანადგომისთვის მინდა თვითეულ თქვენთაგანს დიდი მადლობა გადაგიხადოთ,-ასე გამოეხმაურა ნიკო კვარაცხელიას დედა მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც წალენჯიხის მუნიციპალიტეტ სოფელ ჯგალის ცენტრალურ ქუჩას ნიკო კვარაცხელიას სახელი მიენიჭება.

“გაუსაძლისია, საოცრად ტკივილიანია თვითეული შენი აღიარება შენს გარეშე ნიკო! ძალიან საპასუხისმგებლო და ემოციურად ურთულესი, ეს ჩვენი საყვარელი სოფელია გამორჩეულად კარგი ადამიანებით, ეს ქუჩა კი შენი სახელობის, ურთულესი იქნება ამ ქუჩაზე თითეული ნაბიჯი.

შენი კუთხიდან, შენი სოფლიდან ასეთი დიდი სიყვარული, ჩვენთვის ძალიან საპასუხისმგებლოა, ასეთი თანადგომისთვის მინდა თითეულ თქვენთაგანს დიდი მადლობა გადაგიხადოთ.

ეს ტაძართან მიმავალი ქუჩაა…” – წერს იზა ომაძე, ნიკოლოზ კვარაცხელიას დედა.

22 წლის ნიკო კვარაცხელია მიმდინარე წლის ზაფხულში რამდენიმე გასროლით თბილისში მოკლეს.

banner
წინა სტატიაშიურსულა ფონ დერ ლაიენი -ასოცირების შეთანხმებათა სრული პოტენციალი უნდა გამოვიყენოთ და თანამშრომლობა ყველა მიმართულებით უნდა გავაძლიეროთ
შემდეგი სტატიაურსულა ფონ დერ ლაიენი – ასოცირების შეთანხმებათა სრული პოტენციალი უნდა გამოვიყენოთ და თანამშრომლობა ყველა მიმართულებით უნდა გავაძლიეროთ