ნიკო კვარაცხელიას დედა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მხარდამჭერ სტატუსს აქვეყნებს

ვერაზე მოკლული 22 წლის ახალგაზრდის, ნიკო კვარაცხელიას დედა იზა ომაძე სამადლობელ პოსტს აქვეყნებს მას შემდეგ, რაც “ლელო საქართველოსთვის” ორივე ლიდერს მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს პატიმრობა მიუსაჯეს:

“ვინ რას და როგორ აფასებს არ ვიცი, მაგრამ ღმერთმა დამიფაროს მე და ჩემი ოჯახი რომ მადლიერება და თანადგომა არ გამოვუხატო იმ ადამიანებს ვინც ჩვენს გარშემო იდგა მაშინ , როცა ჰაერი არ იძვროდა ირგვლივ!!!”, – წერს იზა ომაძე.

ცნობისთვის, „ლელო ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სასამართლომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ზვიად შარაძის გადაწყვეტილებით, მას 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამასთან, აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით. მანამდე, დღეს დილით განაჩენი გამოცხადდა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის საქმეზეც. მას საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი: რეჟიმის დასასრული დაიწყო
შემდეგი სტატია„გახარია-საქართველოსთვის“ – სოლიდარობა მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს, “ოცნების” რეჟიმის ყველა პოლიტიკურ პატიმარს – არაადეკვატურობის ზღვარზე მყოფი “ოცნება” ოპონენტებს ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით უსწორდება