8.8 C
Tbilisi
კვირა, ნოემბერი 8, 2026
banner

“ნიკო კვარაცხელიას ცოდვა არცერთ ადამიანს არ შეგრჩებათ”-იზა ომაძე

“2021 წლის 7 ოქტომბერს 5 საათისთვის ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის შემსრულებლები დააკავეს!!!

იმავე საღამოს ძალიან ბევრმა ადამიანმა ამ ქალაქში იცოდა მათი აღიარებით ჩვენების შესახებ!!!!

იცოდნენ მაღალჩინოსნებმაც დეტალურად, თავისი ყურით მოისმინეს ყველაფერი!!!

რა მოხდა მაშინ, ვინ გასცა ბრძანება , ვინ გადაიბარა ეს საქმე და ვინ დააკონსერვა ????

5 წელი !!!!!

დაინდეთ საკუთარი შვილები, ნიკო კვარაცხელიას ცოდვა არც ერთ ადამიანს, თანამდებობის მიუხედავად არ შეგრჩებათ, უფალი მოწყალეა!!!!

წინ პროცესია!!!!

თქვენმა წინამორბედმა მაღალჩინოსნებმა, ყურადაც არ იღეს ჩემი სათხოვარი, კანონის ფარგლებში სამართლის აღსრულება და კი ხედავთ ღმერთმა ერთად “ მოაქუჩა” ყველა ციხეში….

არ გისურვებთ იგივე ბედს მაგრამ, უფალი ყველაფერს ხედავს და ზუსტად ვიცი სწორედ უფალი, ჩვენი ნიკოს სისხლს არ შეგარჩენთ არცერთს!!!

მკვლელები, რომლებსაც სინანულის გრძნობაც არ გააჩნიათ, ოჯახებიანად არიან საშიში საზოგადოებისთვის!!!!

ვინმე ჭელიძეს და კავილაძეს როდის გადაუკვალიფიცირდებათ სასჯელი????!!!!!

აი მოუთმენლად ველი !!!

ნუ გახდით ჩემს მოსაყოლად ამ სისხლიან , საშვილიშვილოდ საწყევარ ვისთვის ამბავს და ვისთვის უსაშველო ტკივილს, თქვენ უკეთ იცით ვინ დაგაკონსერვებინათ,სწორედ ის არის ამ საქმის დამკვეთი!!!!

ამოთქვით❗️❗️❗️

ესეც ჩვენი ნიკო, ხელგაშლილი, გულიანი, ღვთის მოშიში და არ ვიტყვი ერთადერთი, მაგრამ ვიტყვი თავის თაობაში ერთ-ერთი ქვეყნის მომავალი!!!!
♥️♥️♥️”,_ წერს ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე: თუკი რამეა დამოკიდებული პრემიერის პერსონაზე, პირველ რიგში, ეს კორუფციასთან ბრძოლაა
შემდეგი სტატიაევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტი ივანიშვილის, კობახიძის, პაპუაშვილისა და კალაძის სანქცირებას ითხოვს