ნიკი ჰეილი: სხვა ქვეყნის არჩევნებში ჩარევა რუსეთის ახალი იარაღია

ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევა შეერთებული შტატების წინააღმდეგ სამხედრო ქმედებებს უტოლდება. ამის შესახებ განაცხადა აშშ-ს მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში ნიკი ჰეილიმ.
“როდესაც ერთი ქვეყანა ერევა მეორე ქვეყნის აჩევნების პროცესში, იგივეა რაც სამხედრო ქმედებების წარმოება”, – ციტირებს ამერიკელ დიპლომატს გამოცემა “Washington Examiner”.
მისი თქმით, რუსეთი ამგვარ ოპერაციებს აწარმოებს მთელ მსოფლიოში და არა მხოლოდ შეერთებული შტატების წინააღმდეგ.
“ისინი ამას აკეთებენ ყველგან. ეს მათი ახალი საყვარელი იარაღია”, – აცხადებს ნიკი ჰეილი. მან დაადანაშაულა რუსეთი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გამწვავებაში.

banner
წინა სტატიაშიცხინვალის რეჟიმმა 2 მშვიდობიანი მოქალაქე დააკავა ე.წ. საზღვრის დარღვევის გამო
შემდეგი სტატიაამერიკულმა თანამგზავრმა ჩრდილოეთ კორეის უახლესი ტიპის წყალქვეშა ნავი დააფიქსირა