ნიკი ჰეილი: ომის დაწყების შემთხვევაში ფხენიანის რეჟიმი განადგურებული იქნება

გაეროში აშშ–ს მუდმივმა წარმომადგენელმა ნიკი ჰეილიმ გააფრთხილა ჩრდილოეთ კორეის ხელმძღვანელობა, რომ საომარი მოქმედებების დაწყების შემთხვევაში ფხენიანის რეჟიმი განადგურებული იქნება. ეს განცხადება ჰეილიმ გააკეთა გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე. ამის შესახებ იუწყება სააგენტო ”Reuters”.
ჰეილის თქმით, ომის პროვოცირება შეუძლია ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლების აგრესიულ ქმედებებს. აშშ–ს მუდმივმა წარმომადგენელმა დასძინა, რომ “ომის დაწყების შემთხვევაში…ჩრდილოეთ კორეის რეჟიმი მთლიანად განადგურებული იქნება”.
უშიშროების საბჭოს სხდომაზე ნიკი ჰეილიმ მოუწოდა ჩინეთს შეწყვიტოს ფხენიანის საწვავით მომარაგება.
შეგახსენებთ, 2006 წლიდან მოყოლებული ჩრდილოეთ კორეამ ექვსჯერ გამოსცადა ბირთვული იარაღი და ათობით ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.

banner
წინა სტატიაშიიურიდიულმა კომიტეტმა სტრუქტურული ცვლილებების შესახებ კანონპროექტის განხილვა გადადო
შემდეგი სტატიასაგამოძიებო სამსახურმა უაქციზო სიგარეტის შენახვა – გადაზიდვა – რეალიზაციის 5 ფაქტი გამოავლინა