Nike-მა “სატანური” ბოტასების შემქმნელებს სასამართლო მოუგო

კორპორაცია Nike-მა სასამართლო ძალებით მიაღწია აკრძალვას, რომ ბოტასები Satan Shoes (სატანის ფეხსაცმელი), რომელიც ნიუ-იორკის არტ-კოლექტივმა MSCHF შექმნა, არ გაიყიდოს. ამ ფეხსაცმელში ადამიანის სისხლია ჩატანებული. მიუხედავად მიღწეული აკრძალვისა, 666 ცალი ფეხსაცმელი გაყიდვაში გაშვებიდან ერთ წუთზე ნაკლებ დროში 1018 დოლარად ორშაბათს გაიყიდა.

“სატანის ფეხსაცმელისთვის” “ნაიკის” Air Max 97 სერია გამოიყენეს. ფეხსაცმლის ძირში, იქ, სადაც ჰაერის ბურთებია, არტ-კოლექტივმა მელანი ჩაასხა, რომელშიც ადამიანის სისხლია გარეული. თასმებთან დატანებულია ვერსხლისფერი პენტაგრამა, გვერდით კი წარწერაა გაკეთებული “ლუკა 10:18” – რაც ნიშნავს ლუკას სახარებიდან სიტყვებს “მე ვნახე სატანა, ციდან ჩამოვარდნილი, როგორც ელვა”.

Nike-მა კოლექტივი საკუთარი საფირმო ნიშნის არაკანონიერ გამოყენებაში დაადანაშაულა და ნიუ-იორკის სასამართლოში იჩივლა. მოსამართლემ არტ კოლექტივს კოლექციის გაყიდვა დროებით აუკრძალა.

ვირუსის ბლოკატორები
წინა სტატიაშიმეუფე სტეფანეს მიერ დედა სოსანას ქუჩაში დატოვების ფაქტს ქალთა ორგანიზაცია ეხმინება
შემდეგი სტატიაივანე კალაიჯიშვილი: დედა სოსონას ჭყონდიდის ეპარქიაში არ შეუშვებთ (ვიდეო)