Nike, Dr. Martens-ი და ფეხსაცმლის სხვა ბრენდები ტრამპს ჩინეთთან სავაჭრო ომის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ

ფეხსაცმლის ცნობილმა ამერიკელმა მწარმოებლებმა კოლექტიური წერილით მიმართეს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, სადაც მას ჩინეთთან სავაჭრო ომის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ. წერილს ხელი სულ 173-მა კომპანიამ მოაწერა, მათ შორის Nike-მა, Dr. Martens-მა, Converse-მა და Adidas-მა. წერილში ნათქვამია, რომ ჩინეთიდან შეერთებულ შტატებში ფეხსაცმლის შემოტანა გაიზარდა 11-დან 67,5%-მდე. 25%-იანი გადასახადების დამატებით კი, გამოდის, რომ ამერიელმა მომხმარებელმა ფეხსაცმელზე 100%-ით მეტი უნდა გადაიხადოს, ვიდრე მანამდე. “უკვე დროა ეს ომი შეწყდეს” – ავრცელებს “ბიბისი”.

დონალდ ტრამპი ამერიკულ კომპანიებს მოუწოდებს თავიანთი წარმოება შტატებში გადმოიტანონ.

გავრცელებული სტატისტიკის თანახმად, აშშ-ში ჩინეთიდან 70,7% ფეხსაცმელი შემოდის, 16,8% – ვიეტნამიდან, 4,3% – ინდონეზიიდან, 7,16% – სხვა ქვეყნებიდან და მხოლოდ 1,04% იკერება ამერიკაში.

banner
წინა სტატიაშიპენტაგონი ახლო აღმოსავლეთში ჯარისკაცებს გააგზავნის
შემდეგი სტატიაშვიდი თვის შვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვან დედას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა