ნიკას [გვარამიას] ბრძოლა რუსეთის წინააღმდეგ და უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლაში შეტანილი წვლილი სწორედ განსაკუთრებული შემთხვევაა და ჯილდოც – დამსახურებული – არახამია

“ნიკას [გვარამიას] ბრძოლა რუსეთის წინააღმდეგ და უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლაში შეტანილი წვლილი სწორედ განსაკუთრებული შემთხვევაა და ჯილდოც – დამსახურებული”, – ამის შესახებ უკრაინის რადას ფრაქცია “ხალხის მსახურის” თავმჯომარე დავით არახამია სოციალურ ქსელში წერს და “მთავარი არხის” დამფუძნებლისთვის რადას ჯილდოს გადაცემას ეხმაურება.

ვულოცავ ნიკა გვარამიას დამსახურებულ ჯილდოს! ის საქართველოს პირველი მოქალაქეა, ვინც რადას ერთადერთი ჯილდო – მედალი უკრაინელი ხალხის წინაშე დამსახურებისთვის – მიიღო. ჩვენ ძალიან იშვიათად და მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში ვანიჭებთ ამ ჯილდოს უცხო ქვეყნის მოქალაქეებს. ნიკას ბრძოლა რუსეთის წინააღმდეგ, უკრაინელი ხალხის მიმართ მისი დამოკიდებულება და უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლაში შეტანილი წვლილი სწორედ ამგვარი განსაკუთრებული შემთხვევაა და ჯილდოც – დამსახურებული. შემთხვევითი არც ისაა, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ ნიკა უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს დააჯილდოვა.
წარმატებები ნიკას და გამარჯვება მის ბრძოლაში თავისუფლებისთვის!,- წერს არახამია.

banner
წინა სტატიაშირუსული მედია: ცხედრების ვიზუალურად ამოცნობა არ შედგება, ისინი დაზიანებულია
შემდეგი სტატია35 წლის შემდეგ, პირველად სოფელ ეწერის მოსახლეობა 24 საათიანი სასმელი წყალით უზრუნველყოფილი იქნება