ნიკარაგუაში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საელჩო იხსნება

ნიკარაგუაში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საელჩო იხსნება.„სპუტნიკის“ ინფორმაციით, „ბრძანებას“ ნიკარაგუაში ე.წ. აფხაზეთის საელჩოს დაარსების თაობაზე ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ მოაწერა ხელი.

„აფხაზეთის რესპუბლიკისა და ნიკარაგუას რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დაარსებასთან დაკავშირებით, ნიკარაგუას რესპუბლიკაში, ქალაქ მანაგუაში დაარსდეს აფხაზეთის რესპუბლიკის საელჩო“, – აღნიშნულია ე.წ. ბრძანებაში.

banner
წინა სტატიაშიპოლონეთი-ბელარუსის საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე, საქართველოს მოქალაქე დააკავეს
შემდეგი სტატიაCovid-19-ით სიკვდილიანობის მაჩვენებლით საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა