ნიკანორ მელია არის კრიმინალი – ირაკლი კობახიძე

„როგორც კი შემოვა პარლამენტში ეს საკითხი, აუცილებლად დავუჭერ მხარს, რადგან საქართველოს პარლამენტში კრიმინალების ადგილი არ არის“ – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ნიკა მელიას შემთხვევაში სასამართლომ კონკრეტული დანაშაული დააფიქსირა და არსებობს საფუძველი, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდეს.

„საქართველოს პარლამენტში იმაზე მეტი კრიმინალია, ვიდრე ნიკანორ მელიაა, თუმცა, ამ შემთხვევაში სასამართლომ კონკრეტული დანაშაული დააფიქსირა. შესაბამისად, არსებობს ცალსახა საფუძველი იმისთვის, რომ ნიკანორ მელიას უფლებამოსილება შეუწყდეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, შესაძლებელი იყო რომ სანქცია უფრო მკაცრი ყოფილიყო და პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე საუბარი არ არის.

„ნიკანორ მელია არის კრიმინალი. მას აქვს ჩადენილი კონკრეტული სისხლის სამართლის დანაშაული და ამ დანაშაულზე მიეცა ის პასუხისგებაში. აქ რომ იყოს საუბარი რამე პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე, ბუნებრივია, შესაძლებელია, უფრო მკაცრიც ყოფილიყო სანქცია. ვხედავთ, რომ სანქცია არის საკმაოდ რბილი. შესაბამისად, ეს არის სწორედ იმის დასტური, რომ არანაირ პოლიტიკურ ანგარიშსწორებასთან არ გვაქვს საქმე. მან ჩაიდინა აბსოლუტურად ცხადი დანაშაული, მონაწილეობდა ადეიშვილთან ერთად „ქართუს“ გაკოტრებაში. ეს არის იმდენად ბუნებრივი დანაშაული, რომ სანქციის ადეკვატურობაზე ლაპარაკი ზედმეტია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშივინ აპირებდა ვალერი გელბახიანის ლიკვიდაციას -რა უთხრა სააკაშვილმა გელბახიანს?
შემდეგი სტატია„ქვეყნის სამსახურში“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს