ნიკა სიმონიშვილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გლდანის დაწესებულებიდან დაუყოვნებლივ გადაყვანას ითხოვს

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გლდანის დაწესებულებიდან დაუყოვნებლივ გადაყვანას ითხოვს.

როგორც სიმონიშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს, გლდანის დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილისთვის დამამცირებელი და არაადამიანური გარემოა.

„სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა გამოიყვანონ გლდანის დაწესებულებიდან. ის მოტყუებით წაიყვანეს ამ დაწესებულებაში და ამის გასამართლებლად მორიგი უკანონოდ გავრცელებული კადრები ვნახეთ. გლდანში არაა სათანადო პირობები მკურნალობისთვის და რაც მთავარია, მისთვის დამამცირებელი და არაადამიანური გარემოა“, – წერს სიმონიშვილი.

banner
წინა სტატიაშიპენიტენციური სამსახური მე-12 დაწესებულებიდან მიხეილ სააკაშვილის გასვლის კადრებს ავრცელებს
შემდეგი სტატიალომჯარია: ვადასტურებ, პატიმრების შეძახილები ნამდვილად არის