33.9 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 13, 2026
banner

ნიკა სიმონიშვილი: პაატა ბურჭულაძის წინააღმდეგ შედგენილია ჯამში 710 000 ლარის ოდენობის ჯარიმა- ყველა გასაჩივრებულია

CREATOR: gd-jpeg v1.0 (using IJG JPEG v80), quality = 90

იურისტი ნიკა სიმონიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ პაატა ბურჭულაძის კიდევ 51 ცალი 5000-ლარიანი ჯარიმა ჩაიბარა, 255 000 ლარის ჯამში.

როგორც სიმონიშვილი აღნიშნავს, პაატა ბურჭულაძის წინააღმდეგ გზის გადაკეტვაზე სულ 142 ჯარიმაა შედგენილი, ჯამში, 710 000 ლარის ოდენობით.

„ეს ჯარიმები 2-დან 10 ოქტომბრამდე პერიოდშია შედგენილი და პაატას დაკავების შემდეგ კომუნიკაციის შეზღუდვის გამო, ამ დრომდე ვერ ვახერხებდით მათ ჩაბარებას. შეგახსენებთ, რომ დაკავებამდე საპატრულო პოლიციის შედგენილი 90 ჯარიმა გვქონდა ჩაბარებული და სასამართლოს ერთი დადგენილება. ამას ახალი 51 ჯარიმა დაემატა და გზის გადაკეტვაზე სულ 142 ჯარიმაა მის წინააღმდეგ შედგენილი, 710 000 ლარის ოდენობით ჯამში. ყველა მათგანი გასაჩივრებულია, თვითონ პაატა კი მხნედ გრძნობს კვლავაც თავს და არც ეს ჯარიმები აშინებს“,- წერს ნიკა სიმონიშვილი „ფეისბუქზე“.

banner
წინა სტატიაშისაია: შსს სახის ამომცნობ სისტემას ყიდულობს რუსული კომპანიისგან, რომელსაც კანონმდებლობით, ვალდებულება აქვს, ითანამშრომლოს უშიშროების სამსახურთან
შემდეგი სტატიაეკატერინა ივანიშვილი მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედის მიმართვას პასუხობს