ნიკა სიმონიშვილი: ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად ყველამ ერთად იმუშაოს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელის ნიკა სიმონიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად ყველამ ერთად იმუშაოს.

მისივე თქმით, ევროკავშირი ქართველებს ერთად მუშაობას სთხოვს.

„რა თქმა უნდა“, იმის ფონზე, რაც ჩვენ გვინახავს, ხელისუფლებასთან მიმართებით ნდობა დაბალია და ამას ღიადაც ვაფიქსირებდით. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება, ნდობა მაღალი არ ჰქონდეს ან უნდობლობა იყოს, ევროკავშირი ჩვენ ერთად მუშაობას გვთხოვს და აქ ვინმეს ნდობა არნდობაზე არ არის საუბარი. წლის ბოლომდე გეგმა გვაქვს შესასრულებელი და ეს გეგმა თუ არ შევასრულეთ, ქვეყანამ შესაძლოა, ისტორიული შანსი დაკარგოს. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია ერთად მუშაობა. ხელისუფლებას თუ რაღაცის გაკეთება არ სურს და ნდობა დაბალია, მით უმეტეს მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში ვიყოთ, ხელისუფლებას მუდმივად შევახსენოთ, რა აქვს გასაკეთებელი და ამ პროცესში მარტო არ დავტოვოთ.

პარასკევს წინა შეხვედრაზეც დავაფიქსირე ჩემი კრიტიკა პარალელურ პროცესებთან მიმართებით და ვთქვი, რომ შესაძლოა, ოპოზიციას აინტერესებდეს ცალკე ჩვენ მოგვისმინოს, თუმცა საბოლოო ჯამში, მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესები გადაიკვეთოს ერთ წერტილში. ხელისუფლებამაც, ოპოზიციამაც უნდა ისაუბრონ ერთად, მათ შორის, სამოქალაქო სექტორის ჩართულობით – ეს არის ის ინკლუზიური პროცესი, რომელსაც გვთხოვს ევროკავშირი. შესაძლოა, დღეს ეს პროცესები ერთიანად ვერ მიმდინარეობს, თუმცა საბოლოო ჯამში, ეს უნდა მივიდეს მაინც ერთი გადაკვეთის წერტილამდე, რადგან ესაა ის, რასაც ევროკავშირი პირდაპირ გვეუბნება, გვთხოვს და რაც 12 რეკომენდაციაშიც ცხადად ჩანს“, – განაცხადა ნიკა სვიმონიშვილმა.

ცნობისთვის, „სტრატეგია აღმაშენებელი“ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, ევროკავშირის რეკომენდაციებთან დაკავშირებით დღეიდან სამუშაო ჯგუფების შეხვედრებს იწყებს.

banner
წინა სტატიაშიდავით არახამია – ბიჭებო, პირდაპირ გეუბნებით, ცოტა აკურატულები იყავით გამონათქვამებში, რადგან მარტო ივანიშვილი არ იქნება სანქციების სამიზნე, ეს შეეხება როგორც მის ბიზნესგარემოცვას, ისე პოლიტიკოსებსაც
შემდეგი სტატიაიოსელიანი – არახამიას ქართული გვარი აქვს, მაგრამ საქართველოს მოქალაქე არ არის, ამიტომ შიდა პოლიტიკურ საკითხებში სხვა ქვეყნის მოქალაქის ჩარევა სწორი არ არის