ნიკა რურუა : ვინც ცდილობდა სტრასბურგზე ზეწოლის მოხდენას ეს იყო უვიცი მთავრობა

ვინც ცდილობდა სტრასბურგზე ზეწოლის მოხდენას ეს იყო უვიცი მთავრობა-აცხადებს ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა რურუა. კობახიძის განცხადებას, რომ რუსთავი2-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება ქართველი პოლიტიკოსების, მათ შორის პრეზიდენტის მხრიდან განხორციელებული ზეწოლისა და გავლენის ქვეშ მიიღო, მწვავე შეფასებები მოჰყვა ნაციონალურ მოძრაობაში.

„ეს არის მკაფიო დემონსტრირება იმისა, რატომაც ეს ყმაწვილი, რომელიც არ არის თავის ადგილას, პარლამენტის სპიკერად არ უნდა მუშაობდეს. წარმოდგენა არ აქვს ელემენტარულ ჭეშმარიტებებზე, როგორიც არის ის, რომ სტრასბურგის სასამართლოზე ვერავინ ვერ მოახდენს პოლიტიკურ გავლენას. თუ ვინმე ახდენდა და ცდილობდა ამას იყო დღევანდელი მთავრობა, უვიცი მთავრობა, რომელმაც იქ გააგზავნა საკუთარი საგარეო საქმეთა მინისტრი,“-განაცხადა ნიკა რურუამ.

banner
წინა სტატიაშიკობახიძის განცხადება, ადასტურებს,რომ ხელისუფლებას რ2-ის ჩახშობა სურდა-ჭიაბერაშვილი
შემდეგი სტატია“პრეზიდენტის ადმინისტრაციის დადანაშაულება კორპორაციულ შეთქმულებაში არალოგიკურია”- გიორგი აბაშიშვილი