ნიკა რურუა: თვით სტალინ-ჯუღაშვილიც განსაკუთრებით ფრთხილობდა ამერიკის შეერთებულ შტატებთან…

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი აპრილი 12, 2018 14:19

ნიკა რურუა:  თვით სტალინ-ჯუღაშვილიც განსაკუთრებით ფრთხილობდა ამერიკის შეერთებულ შტატებთან…

“იმისათვის, რომ მტერს გაუმკლავდე, უნდა იცნობდე მას – გვასწავლის სუნ-ცი 3000 წლის წინ დაწერილ საბრძოლო-ფილოსოფიურ ტრაქტატში “ომის ხელოვნება”.

პუტინის აზროვნებისა და მოტივაციების ზედაპირულმა გაგებამ დასავლეთში სიტუაცია იქამდე მიიყვანა, რომ ახლა რუსეთი ძალიან გათავხედებულია და მისი შეჩერება აუცილებელი გახდა.

პუტინის და მისი თაობის (და უფროსი ასაკის) კგბ-ს ოფიცრების იდეა-ფიქსია ის, რომ “ცივი ომი” კომუნისტმა ლიდერბმა, პოლიტბიურომ წააგო დასავლეთთან, და რომ არა ისინი, კგბ-ს წარმომადგენლები შეინარჩუნებდნენ საბჭოთა იმპერიას. (როგორც ვიცით, საბჭოთა უშიშროება პარტიულ კონტროლს ექვემდებარებოდა).

ახლა ყოფილ კგბ-ს (ახლა ფსბ-ს) ოფიცრები ქმნიან რუსეთის პოლიტიკას, რაზეც ისინი მთელი საბჭოთა პერიოდი ოცნებობდნენ. ამდენად, არა-პოლიტიკოსი, არამედ ოპერატიული მუშაკები განკარგავენ რუსეთს, ვისაც ჰგონიათ რომ სპეცოპერაციებით შეძლებენ იმპერიის აღდგენას. ეს მათი დიდი და დამღუპველი შეცდომაა. იმ სიბრიყვეებს, რასაც პუტინი და მისი რაზმი ჩადის, იშვიათად ჩადიოდნენ საბჭოთა გადაბერებული ლიდერებიც კი. თვით სტალინ-ჯუღაშვილიც განსაკუთრებით ფრთხილობდა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რადგან კარგად ესმოდა ამ სახელმწიფოს ძლევამოსილება.

სინამდვილეში სსრკ არა კომუნისტი ლიდერების პიროვნულმა სისუსტემ, არამედ არასწორმა ეკონომიკურმა და პოლიტიკურმა სისტემამ დაანგრია, რომლის შეცვლას პუტინიც არ აპირებს.

სანამ რუსეთი ივანე მრისხანეს დროინდელი აბსოლუტიზმის ფილოსოფიით იმართება, სადაც ერთი მმართველი სახელმწიფოსთან ერთად ყველაფერია და დანარჩენი არავინ არაფერს არ წარმოადგენს – რუსეთი სულ დამარცხებული იქნება. ზუსტად ისე, როგორც ეს “ცივი ომის” ბოლოს მოხდა. მალე პუტინის უზნეო სახელმწიფოს დემონტაჟსაც ვიხილავთ”-წერს “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე ნიკა რურუა.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი აპრილი 12, 2018 14:19

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


2,310
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics