ნიკა რურუა: თორმეტი მიზეზი, რატომაც არ შეიძლება “ოცნების” მიერ მომზადებული ე.წ. საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება

ვინ აძლევს ბატონ აბაშიძეს ამ დავალებას?–ნიკა რურუათორმეტი მიზეზი, რატომაც არ შეიძლება “ოცნების” მიერ მომზადებული ე.წ. საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება:
1. ეს წინადადებები არაა კონსენსუსის წესით მიღებული, რაც აუცილებელია ისეთი უმაღლესი საკანონმდებლო დოკუმენტის შემუშავების შემთვევაში, როგორიც კონსტიტუციაა.
2. ამ წინადადებათა შემუშავებაში რეალურად არ იყო ჩართულობა საზოგადოებისა და მთლიანი პოლიტიკური სპექტრისა, რაც აუცილებელია გამომდინარე ამ დოკუმენტის საყოველთაო მნიშვნელობიდან.
3. კონსტიტუციური ცვლილებები არ შეიძლება ემსახურებოდეს ერთი პოლიტიკური ძალის ინტერესებს, რაც ამ შემთხვევაში სახეზეა.
4. ეს კონსტიტუციური ცვლილებები არ გამოხატავს ყველა იმ ადამიანისა თუ ჯგუფის ინტერესებს, რომელთაც ეს დოკუმენტი შეეხება.
5. ამ ცვლილებების მიღების ფორმა უპრეცედენტოა დემოკრატიულ სამყაროში არსებული პრაქტიკისა და ანალოგიურია ცენტრალური აზიის ზოგიერთი სახელმწიფოს ავტოკრატიული პრაქტიკისა.
6. წინამდებარე მიზეზების გამო ამ ცვლილებებს, მიღების შემთხვევაში, ლეგიტიმურობის პრობლემა შეექმნება.
7. რეალურად ეს კონსტიტუციური ცვლილებები კიარაა, როგორაც მათ წარმოგვიდგენენ მისი ავტორები, არამედ არსებითად ახალი კონსტიტუციური მართვის პროექტი, რომელიც არ შეიძლება მიღებულ იქნეს არც ამ ფორმითა და არც ამ შინაარსით.
8. ამ ე.წ. კონსტიტუციური ცვლილებების ავტორებს დღეს ძალაში მყოფი კონსტიტუციის “შერეული მოდელის” მოსპობა სურთ, რომელიც მრავალ დემოკრატიულ ქვეყანაში წარმატებულად მუშაობს.
9. ქვეყანაში არსებული რეალური პოლიტიკური კონსტექსტის გათვალისწინებით, რაც არაფორმალურ მმართველობას გულისხმობს, ახალ საკონსტიტუციო მოდელზე გადასვლა ყოვლად დაუშვებელია.
10. ვენეციის კომისიის დასკვნა არ შეიძლება იყოს საბოლოო არბირტრი საქართველოს კონსტიტუციური მოწყობისა, რადგან საქართველოში ძალაუფლების წყარო არის ქართველი ხალხი, რომელიც ამჟამინდელი პროცესიდან მთლიანადაა გათიშული.
11. წარმოდგენილი კონსტიტუციური ცვლილებებით აკრძალული პოლიტიკური ბლოკები და ამავე დროს 5% საარჩევნო ბარიერი ქმნის ერთპარტიული მმართველობის უდაო წინაპირობას, რაც დაუშვებელია დემოკრატიული მმართველობისათვის.
12. საკუთარი ქვეყნის პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა წარმოადგენს ხალხის ჩამოურთმევ უფლებას და არის უკანასკნელი ეფექტური მექანიზმი შეკავების და ბალანსირების პრინციპისა, რომელიც პრეზიდენტის არაპირდაპირი, ე.წ. “ხმოსნების” მიერ არჩევის წესის შემოღების შემთხვევაში მთლიანად მოისპობა, რაც ძალაუფლების დაყოფის კონსტიტუციურ პრინციპს გაანადგურებს-აცხადებს ნიკა რურუა.

banner
წინა სტატიაშიაფხაზმა რუსეთის საგარეო უწყებას სენსაციური საჩივრით მიმართა
შემდეგი სტატიაშეხვედრა ამერიკის კომერციის მდივანთან