ნიკა რურუა საზოგადოებას მიმართვს

ვინ აძლევს ბატონ აბაშიძეს ამ დავალებას?–ნიკა რურუასხვადასხვა წერტილებში მრავლად გაჩენილმა ხანძრებმა ერთი რამ ცხადყო – საქართველოს წინააღმდეგ რუსეთი ჰიბრიდულ ომს აწარმოებს, რომელიც ჩვენი ქვეყნის დაშინებას, დაბნევას, დემორალიზაციას და დამორჩილებას გულისხმობს.
ჰიბრიდული (იგივე, ასიმეტრიული) ომის წინააღმდეგ ხალხს, სამოქალაქო საზოგადოებას და პოლიტიკურ ოპოზიციას შემდეგი ნაბიჯების გადადგმა შეუძლია:
1. ყველა მეთოდით და ყველა დონეზე აიძულოს ხელისუფლება ამ უკანასკნელმა რეალობის აღიარება მოახდინოს, ანუ შეხედოს სიმართლეს თვალებში;
2. მოვახდინოთ იდენტიფიცირება ყველა მაგვარი ფსიქოლოგიურ ეფექტზე გათვლილი შედეგისა, როგორც ჰიბრიდული ომის შემადგენელი ნაწილისა, რომელიც მტრის ხელში იარაღადაა გამოყენებული.
3. მაქსიმალურად ვამხილოთ ყველა მაგვარი იარაღი, დღევანდელი და უკვე გამოყენებული, თუ პოტენციური ჩვენი საზოგადოებისა და მოკავშირეების თვალში.
4. ვაიძულოთ ხელისუფლება, რომ მან პრინციპული წინააღმდეგობა გაუწიოს ჩვენს სუვერენიტეტზე თავდასხმებს, რაც ასეთ დროს თავდაცვის საუკეთესო გზაა საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირებისა და ყველაზე რეზონანსული მეთოდების გამოყენებით.
5. მკაფიო და არაორაზროვანი სამოქალაქო ბოიკოტი გამოვუცხადოთ ყველა ქართულენოვან წყაროს, გაზეთს, სატელევიზიო არხს, ვებ-გვერდს, პოლიტიკურ პარტიასა თუ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც რუსული პროპაგანდის იარაღია და ჰიბრიდულ ომში საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ მოქმედებს.

ნიკა რურუა

banner
წინა სტატიაშიოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე სოფელ ზემო არცევის სიახლოვეს ხანძარი ტყის მასივში გაჩნდა
შემდეგი სტატიამწერი, რომელიც ხელისუფლებისთვის ოპოზიციაზე მეტად საშიშია