ნიკა რურუა: საქართველო ჰიბრიდული ომის სამიზნეა

დემოკრატიულმა სამყარომ როგორც იქნა დაუსვა პუტინის რუსეთის საქციელს დიაგნოზი და მას დასავლეთის წინააღმდეგ წარმოებული, ე.წ. “ჰიბრიდული ომი” დაარქვა. ჰიბრიდული ომი შეიცავს ასიმეტრიული ბრძოლის, ანუ – საბოტაჟის, დეზინფორმაციის, შანტაჟის – კომბინაციას, რომელსაც იარაღად აქცევს ყველაფერს, რაც შესაძლებელია იარაღად იყოს გამოყენებული: ინფორმაციას, მედიას, ეკონომიკას, ენერგეტიკას, ორგანიზებულ დანაშაულს, ეკლესიას და ა.შ.

ჰიბრიდული ომის ერთი იარაღი ოლიგარქიაცაა, სადაც რუსეთში გამდიდრებული, ან რუსეთზე რამენაირად დამოკიდებული ოლიგარქი ატარებს გრძელვადიან მოსყიდვისა და ოპონენტების დისკრედიტაციის კამპანიას, და ხელში იგდებს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტს. ამას პოლიტიკურ მეცნიერებაში State Capture (სახელმწიფოს მოხელთება) ჰქვია. საქართველოს და უკრაინას დღეს ჰიბრიდული ომის ამ იარაღით ებრძვის პუტინი, რადგან ოლიგარქიაში გამორიცხულია ქვეყნის დემოკრატიზაცია, გაძლიერება, გაჯანსაღება და გათავისუფლება.

საქართველო ჰიბრიდული ომის სამიზნეა და სანამ ოლიგარქია მართვის სისტემაა, გარღვევები არც ერთ სფეროში არ იქნება. იქნება – დეგენერაცია, დაჭაობება, სტაგნაცია.

 

ნიკა რურუა

banner
წინა სტატიაშიდავით საყვარელიძე: ჩვენ უნდა ვუჩვენოთ შეშინებულ “ბარიგებს” ხალხის ძალა!
შემდეგი სტატიაირინა სარიშვილი: „მაგრად შიგ ააქ ამ ქვეყანას, მაგრად!“