ნიკა რურუა : საკონსტიტუციო სასამართლო როგორც ინსტიტუცია დღეს უკვე არის კასტრირებული აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ ზაზა თავაძის არჩევას პირველი შეფასებები მოჰყვა პოლიტიკისების მხრიდან. ოპოზიციაში ამბობენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ მთავარი ფუნქცია – კონსტიტუციის დაცვა, დაკარგა. როგორც “ენმ”-ს ერთ-ერთი ლიდერი ნიკა რურუა ამბობს, საკონსტიტუციო სასამართლო იყო ერთადერთი ინსტიტუცია, რომელიც მეტ-ნაკლებად დამოუკიდებლობას ინარჩუნებდა, დღეიდან კი, რურუას თქმით, ის დაემორჩილა აღმასრულებელი ხელისუფლების სურვილებს:

“საკონსტიტუციო სასამართლო როგორც ინსტიტუცია დღეს უკვე არის კასტრირებული აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან. ის არის ძალიან დასუსტებული და თავის მთავარ ფუნქციას, რომ იყოს მცველი კონსტიტუციისა, ის ვეღარ შესრულებს. ის დაემორჩილა მთლიანად აღმასრულებელ ხელისუფლებას.

სასამართლო გახდება ფასადური. მიუხედავდ იმისა საკონსტიტუციო სასმართლო მეტ-ნაკლებად იყო ყველაზე მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი ინსტიტუცია რადგანაც წინა ხელისუფლების დროსაც და ახლაც იღებდა გადაწყვეტილებებს, რომელიც არ მოწონდა აღმასრულებელ ხელისუფლებას. ბევრი კრიზისი განხუხტა საკუთარი მიუკერძოებლობოთ დამოუკიდებელმა საკონსტიტუციო სასამართლომ. დღეს ეს ფუნქციები მან უკვე დაკარგა და ის გადაიქცევა კასტრირებულ ინსტიტუციად რაც სხვათა შორის განხორციელდა კონკრეტულ მოსამართლეებზე ზეწოლის სახით.” აცხადებს რურუა და იმ მოსამართლეების გვარებს ასახელებს, ვინც მისი განცხადებით, დააშანტაჟეს-

“პაპუაშვილი, ფაფიაშვილი და ცაბუტაშვილია ვისაც აღმასრულებელი ხელისუფება პირადად აშანტაჟებდა. ეს გამორიცხულია თავისუფალ სამყაროში და დემოკრატიაში. ესეთი რამე არ უნდა ხდებოდეს.” განაცხადა “ენმ”-ს ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა რურუამ.

banner
წინა სტატიაშიზაზა თავაძე : ჩვენს მიერ მიღებული თითოეული გადაწყვეტილება იქნება ლაკმუსის ქაღალდი სასამართლოს დამოუკიდებლობის
შემდეგი სტატიალევან სამუშია : “საკონსტიტუციო სასამართლოს თავზე ცისფერი კვამლი ამოვიდა”