ნიკა რურუა: ყირიმში დუმას არჩევნებზე პოზიციის დაუფიქსირებლობა “ლაჩრული და მოღალატური ნაბიჯია”

rurua“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ნიკა რურუა ყირიმში რუსეთის დუმას არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის დუმილს ეხმაურება და წერს, რომ აღნიშნული არჩევნების გაუპროტესტებლობა საქართველოს მთავრობის მიერ “ივანიშვილის კოლაბორაციონისტი მთავრობის პასუხიმგებლობაა”. “ის,რომ უკრაინის ყირიმში რუსეთის მიერ უკანონო “არჩევნების” ჩატარება საქართველოს გარდა მთელმა თავისუფალმა სამყარომ ღიად გააპროტესტა, მთლიანად ივანიშვილის კოლაბორაციონისტი მთავრობის პასუხიმგებლობაა.

ეს ლაჩრული და მოღალატური ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მთავარი ინსტრუმენტის, ე.წ. არაღიარების პოლიტიკისთვის მძიმე დარტყმის მიყენებაა.

ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ იგივე უკრაინას ექნა საქართველოს რუსების მიერ ოკუპირებული რეგიონების მიმართ, როგორი იქნებოდა ჩვენი ქვეყნის უმრავლესობის რეაქცია? ადვილი წარმოსადგენია: იქნებოდა უკიდურესი უკმაყოფილება ყოველ ჩვენგანში.

დღეს ზუსტად იგივე შეიძლება მოხდეს უკრაინაში, სადაც “ოცნების” კოლაბორაციონისტი მთავრობის უგუნურების შედეგად უკიდურესი წყენა გაჩნდა საქართველოს მიმართ. ღმერთმა დაიფაროს, რომ უკრაინამ ხელი აიღოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაზე, რისი რისკიც დღეს “ოცნებამ” და მისმა მეპატრონემ, “გაზპრომის” მოწილე ივანიშვილმა შექმნეს.

ეს უგუნური, მავნებელი და გამყიდველი ხელისუფლება 8 ოქტომბერს უნდა გავისტუმროთ. მტკიცედ და მშვიდად – ყველანაირი შურისძიების გარეშე. ჩვენ ამაზე მაღლა ვდგევართ” (სტილი დაცულია-რედ) – წერს ნიკა რურუა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის დუმას არჩევნები ყირიმის ნახევარკუნძულზე 18 სექტემბერს ჩატარდა. არჩევნების შედეგები დასავლეთმა არალეგიტიმურად ჩათვალა.

banner
წინა სტატიაშიუმართავი ჩინური კოსმოსური სადგური დედამიწისკენ მოემართება
შემდეგი სტატიაობამამ სომხები ,,გადააგდო,,