ნიკა რურუა: ეს რუსეთს უამრავ უკანონოდ მიტაცებულ რამეს დაათმობინებს საქართველოს სასარგებლოდ

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებას საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების შესაძლებლობას საქართველოს კულტურის ყოფილი მინისტრი ნიკა რურუა სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

“ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების სიგნალს პუტინის მხრიდან სასწრაფოდ მოჰყვა ჩვენი მოქალაქეებისთვის რუსეთის ვიზების გაუქმების წინადადებაც, რაც თავისთავად მრავლისმთქმელია რუსეთის სასოწარკვეთილ მცდელობაზე რამენაირად შეაჩეროს საქართველოს ევროპული ინტეგრაცია.

მაგრამ, ყველაზე მნიშვნელოვანი აქ იმ დაფარული ტენდენციის დანახვაა, რომ რუსეთი აუცილებლად დათმობებზე წავა, როცა ის ხედავს, რომ საქართველო შეუქცევლად ხდება დემოკრატიული სამყაროს პერმანენტული წევრი.

ამიტომაც საჭიროა დიდი მოთმინებითა და მხნეობით გავაგრძელოთ სვლა NATO-სა და ევროკავშირში მთლიანი ინტეგრაციისკენ. ეს რუსეთს უამრავ უკანონოდ მიტაცებულ რამეს დაათმობინებს საქართველოს სასარგებლოდ.

წინ ევროპისკენ, წინ თავისუფლებისკენ, წინ განვითარებისკენ!” – წერს ნიკა რურუა.

 

banner
წინა სტატიაშისაქართველოსთან და უკრაინასთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით დოკუმენტი შესაძლოა ხვალ გამოქვეყნდეს
შემდეგი სტატიაიენს სტოლტენბერგი: დღეს პუტინმა დაადასტურა ის, რასაც ჩვენ დიდი ხნის წინ ვამბობდით