ნიკა რურუა – აფხაზეთის რკინიგზის გახსნა დაუშვებელია

აფხაზეთში რკინიგზის აღდგენითი სამუშაოები დაიწყოერთიანი ნაციონალური მოძრაობა მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში, თუ აფხაზეთის რკინიგზა გაიხსნება, რისი საფუძვლიანი ეჭვიც არსებობს, ეს გამორიცხავს როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ასევე დევნილების დაბრუნებას და არაღიარების პოლიტიკის შენარჩუნებას.
აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის წარმომადგენელმა ნიკა რურუამ ისაუბრა.
რურუას განცხადებით, საქართველოში სომხეთის პრემიერის ვიზიტის შემდეგ, საფუძვლიანი ეჭვი გაჩნდა, რომ მან და კვირიკაშვილმა აფხაზეთის რკინიგზის აღდგენაზე ისაუბრეს. ეჭვს საფუძვლიანს ხდის აღნიშნულთან დაკავშირებით კარაპეტიანის მკაფიო განცხადებაც, რაც შემდგომ სომხურმა და რუსულმა მედიამაც დაადასტურა და აღნიშნა, რომ ლარსის ალტერნატიული ეკონომიკური გზა გაიხსნება.
„აფხაზეთის რკინიგზის გახსნა, სრულიად დაუშვებელია. ეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას სასიკვდილო ჭრილობას მიაყენებს, გამორიცხავს დევნილების დაბრუნებას, ჩვენი არ აღიარების პოლიტიკის შენარჩუნებას და საქართველოს სუვერენიტეტის აღდგენას.
აფხაზეთის რკინიგზის გახსნა ეროვნული ინტერესების ღია ღალატია და დაუშვებელია, როგორც მტრული ნაბიჯი, რომელიც მხოლოდ რუსებს, სეპარატისტებს ახეირებს. ამასთან, გაგვიფუჭებს ეკონომიკურ მდგომარეობას, რადგან დაასუსტებს ტვირთბრუნვას ფოთის პორტში და გაგვიფუჭებს ურთიერთობას აზერბაიჯანთან.
აღსანიშნავია, რომ იგივე ინფორმაცია გაჟღერდა აბაშაიძე-კარასინის ფორმატშიც, რომელიც აშკარად ცილდება საკუთარი უფლებების საზღვარს, რადგან ეს ფორმატი მხოლოდ ეკონომიკური საკითხებისთვისაა შექმნილი. აფხაზეთის რკინიგზის გახსნა ცალსახად პოლიტიკური საკითხია. სწორედ ამიტომ, აბაშიძე უნდა გამოცხადდეს პარლამენტში და ყველა იმ კითხვას გასცეს პასუხი, რომელიც მის მიმართ დაგროვდა.
ხსენებულ თემაზე მოლაპარაკებებს, რომელიც კულუარულ ფორმატში მიმდინარეობს, ფართო საზოგადოებრივი განსჯის ფორმატი უნდა მიეცეს. თუ ხელისუფლებამ ეს არ გააკეთა, ჩვენ პროტესტის უკიდურეს ზომებს მივმართავთ, რასაც სახალხო ვნებათაღელვა

banner
წინა სტატიაშიევროკომისარი: მარტის ბოლოდან საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ, შენგენის წევრ ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლით ისარგებლონ
შემდეგი სტატიაევროკავშირის საბჭომ დაამტკიცა ცვლილება რეგულაციაში–უვიზო მიმოსვლა საქართველოსთვის