ნიკა რურუა 2017 წელს აფასებს

ვინ აძლევს ბატონ აბაშიძეს ამ დავალებას?–ნიკა რურუასაკუთარი დაკვირვებით და ფბ-ზე მცირე გამოკითხვის გზით 2017 წელს მომხდარი, შემაჯამებელი პოზიტიური და ნეგატიური მოვლენების ჩამონათვალი და შეფარდება –

2017 წლის პოზიტიურ მოვლენათა სია:

1. საქართველომ დაასრულა მრავალწლიანი პროცესი და მიიღო ევროპასთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი.
2. საქართველომ დაასრულა მრავალწლიანი პროცესი და მიიღო ფრანკფურტის ბაზრობის “საპატიო სტუმრის” სტატუსი.
3. საქართველომ აშშ-სგან მიიღო ანტისატანკო სისტემის, “ჯაველინის” ყიდვის უფლება.
4. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მოხდა მარიხუანის დეკრიმინალიზაცია/დეპენალიზაცია.

2017 წლის ნეგატიურ მოვლენათა სია:

1. “ოცნების” მიერ მოხდა ახალი, დაუბალანსებელი, კონსენსუსის გარეშე შემუშავებული კონსტიტუციის მიღება, სადაც ძალაუფლების დანაწევრების, ისევე როგორც ხელისუფლების შტოთა ურთიერთშეკავებისა და ბალანსირების პრინციპი მთლიანადაა იგნორირებული.
2. “ოცნებამ” საქართველოს ამომრჩეველს ჩამოერთვა პირდაპირი გზით საკუთარი ქვეყნის პრეზიდენტის არჩევის უფლება.
3. ხალხში სერიოზულად იკლო ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერთა რაოდენობამ.
4. რუსული პროპაგანდის წინაშე “ოცნების” ხელისუფლება საკუთარ ტაქტიკად უმოქმედობას ირჩევს.
5. “ოცნების” ხელისუფლება არ აღიარებს რუსეთის მხრიდან საქართველოზე ჰიბრიდული ომის წარმოების ფაქტს.
6. “ოცნების” მიერ ხდება ღიად პრორუსული პოლიტიკური ძალების, მედია-საშუალებების ხელშეწყობა – წახალისება/დაფინანსება.
7. თავდაცვის სამინისტრო ფაქტიურად აუქმებს საქართველოს სამხედრო ავიაციას.
8. სუსი საბოლოოდ ყალიბდება პოლიტიკურ პოლიციად, რომელიც არა ოკუპანტი ქვეყნის აგენტურის ნეიტრალიზებაზე, არამედ პოლიტიკური ოპოზიციის დევნაზეა ორიენტირებული.
9. “ოცნების” მხრიდან გრძელდება პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერებისა და წარმომადგენლების პოლიტიკური დევნა-შევიწროვება (მ. სააკაშვილის წინააღმდეგ ოთხი სასამართლო პროცესის წარმოება, გ. ონიანის დაპატიმრება, ი. ჩხვირკიას დაპატიმრება, სხვა პოლიტპატიმრების არსებობა).
10. გრძელდება მესამე პრეზიდენტის პოლიტიკური დევნა, მის წინააღმდეგ ფალსიფიცირებული ბრალდებების ფაბრიკაციის საშუალებით.
11. “ოცნების” სამთავრობო ხელშეწყობით მოხდა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გატაცება საქართველოდან და მისი უკანონო გადაცემა აზერბაიჯანისთვის, სადაც ეს ადამიანი პოლიტიკური დევნის ობიექტია.
12. ივანიშვილის და “ოცნების” მხრიდან განხორციელდა თავისუფალი მედიის უკანასკნელი ბასტიონის, რუსთავი 2-ს წინააღმდეგ სახელისუფლებო შეტევა, რაც დროებით შეაჩერა სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილებამ.
13. საზოგადოებრივი მაუწყებელი ბიძინა ივანიშვილის GDS-ის მთელ პერსონალსა და ტექნიკას იღებს და ინახავს საბიუჯეტო თანხების ხარჯზე.
14. ხელისუფლებას დამორჩილებულმა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა არ გააშუქა პრემიერ-მინისტრის პარლამენტში მოწყობილი ისტერიკა და ლანძღვა-გინება, როგორც მომხდარი ფაქტი.
15. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა აშკარად მოახდინა ნაწამები მოქალაქის, პოეტ ზ.რატიანის დემონიზაციის მცდელობა, როდესაც მისი დაკავების დამონტაჟებული, არასრული ვერსია გაუშვა ეთერში.
16. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გააუქმა ბრიუსელის პერმანენტული ოფისი, საიდანაც შუქდებოდა ნატოსა და ევროკავშირის საქართველოსთან დაკავშირებული თემები.
17. მოხდა ეროვნული ვალუტის, ლარის გაუფასურება.
18. მოსახლეობისთვის იმატა ფასებმა გაზზე, წყალზე, საწვავზე.
19. სახელმწიფო უწყებებში დაბრუნდა კორუფცია და ნეპოტიზმი.
20. სახელმწიფო ბიუროკრატია იღებს გაუმართლებლად დიდ პრემია/დანამატებს, მაშინ როცა მოსახლეობის დიდი ნაწილი უკიდურეს სიდუხჭირეში რჩება.
21. იმატა დანაშაულმა ყველა დონეზე – განსაკუთრებით ახალგაზრდებში, სადაც შეინიშნება ე.წ. “ქურდული” მენტალობის დაბრუნება.
22. ოკუპანტი ქვეყნის სახელმწიფო კორპორაცია “გაზპრომთან” დაიდო საქართველოსთვის წამგებიანი ხელშეკრულება, რომელსაც ხელისუფლება დღემდე არ ასაჯაროებს.
23. ქვეყანაში ან სამთავრობო ხელშეწყობით ან უუნარობით შემოვიდა ახმედ ჩატაევის ტერორისტული დაჯგუფება, ვინც 22-საათიანი ბრძოლა გამართა სამართალდამცავებთან ქალაქის ცენტრში.
24. მოხდა პოეტ ზვიად რატიანის გატაცება და ცემა-წამება პოლიციის მხრიდან.
25. სამთავრობო ხელშეწყობით ხდება ბრბოს ფსიქოლოგიის წახალისება/მანიპულირება ხელისუფლებისათვის არასასურველი ადამიანთა ჯგუფების თუ ცალკეული პირების მიმართ.
26. შეიქმნა არჩევნების გაყალბების სამთავრობო სისტემა, რომელიც ამომრჩეველთა საშუალო ან დაბალი აქტივობის შემთხვევაში ყოველთვის სახელისუფლებო კანდიდატებს გაამარჯვებინებს მთელი ქვეყნის მაშტაბით.
27. არაფორმალური მმართველობა დღემდე ქართული ახალგაზრდა და მყიფე დემოკრატიისთვის უმთავრეს საფრთხედ რჩება, როდესაც ქვეყნის ყველაზე მდიდარი ადამიანი უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებებს იღებს ყველანაირი თანამდებობრივი ანგარიშვალდებულების გარეშე.
28. საქართველო თანდათანობით გაქრა საერთაშორისო სარბიელიდან და მას თითქმის აღარ ახსენებენ ყირიმის ოკუპაციის და აღმოსავლეთ უკრაინაში არსებული რუსული აგრესიის საკითხებთან დაწყვილებულ კონტექსტში.
29. ხალხში გაჩნდა უცხოეთში მიგრაციის სერიოზული სურვილი.
30. მოსახლეობის დიდი ნაწილს დაეკარგა მომავლის რწმენა და სახელმწიფოს წინსვლისა და განვითარების იმედი.

ნაჩქარევი დასკვნების გაკეთებამდე მოგიწოდებთ, რომ ამ თითოეულ ფაქტზე და მათ გამომწვევ მიზეზებზე დავფიქრდეთ. რადგან ამჟამად სიტუაცია ასეთია, გამოსავალიც უმჯობესია მშვიდი, მაგრამ გამბედავი, მტკიცე და კონსტრუქციული გზებით ვეძებოთ მომავალ 2018 წელს, რაოდენ რთულიც არ უნდა იყოს ასეთი მოქმედება.

P.S. მეტა-ნარატივების გზით ყველაფრის გაიოლება და გამარტივებული პასუხების ძებნა არაფერს მოიტანს – ეს იდიოტიზმის ნიშანია, და მხოლოდ შეინარჩუნებს არსებულ სავალალო მდგომარეობას ჩვენი საერთო მტრების გასახარად.

 

ნიკა რურუა

banner
წინა სტატიაში“ქართულმა ხმებმა“ N17 დაწესებულებაში წინასაახალწლოდ კონცერტი გამართეს
შემდეგი სტატიასაგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო მოსახლეობას მიმართავს