ნიკა ოქრიაშვილი: გორის ჰოსპიტალში MRT-ს აპარატი გაფუჭებულია და არ მუშაობს

ჯანდაცვის ექსპერტის, ნიკა ოქრიაშვილის ინფორმაციით, გორის სამხედრო ჰოსპიტალში მაგნიტო რეზონანსული ტომოგრაფიის აპარატი გაფუჭებულია.

“ჩემი ინფორმაციით, გორის სამხედრო ჰოსპიტალში არსებული MRI – მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფი რამდენიმე თვეა, გაფუჭებულია და არ მუშაობს.
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო” – წერს ნიკა ოქრიაშვილი სოციალურ ქსელში.

იუსტიციის მინისტრმა ცოტა ხნის წინ საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ ხელისუფლება მზადაა, საქართველოს მესამე პრეზიდენტი გლდანის ციხიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანოს, სადაც მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილის მკურნალობისთვის ყველა საჭირო პირობა არსებობს.

banner
წინა სტატიაშიელენე ხოშტარიას კლინიკაში გადაიყვანენ
შემდეგი სტატიაერთიანი ნაციონალური მოძრაობის წალენჯიხის რაიონული ორგანიზაცია მიმართვას ავრცელებს