ნიკა ობოლაძე – მეგის ქარდავას საქმეს კონკრეტულად არ ვიცნობ, ერთადერთი, რაც ვიცი, ამ ქვეყანაში არ არის დამოუკიდებელი სასამართლო

მეგის ქარდავას საქმეს კონკრეტულად არ ვიცნობ, ერთადერთი, რაც ვიცი, ამ ქვეყანაში არ არის დამოუკიდებელი სასამართლო, – აცხადებს თემის კომენტირებისას „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ნიკა ობოლაძე.

„არ ვიცნობ ამ საქმეს კონკრეტულად. ერთადერთი, რაც ვიცი, ამ ქვეყანაში არ არის დამოუკიდებელი სასამართლო. თუ იქნება დამოუკიდებელი სასამართლო და უნდა იყოს, ნებისმიერი ადამიანი, ვის მიმართაც პრეტენზიები აქვთ, უნდა წარდგეს დამოუკიდებელი სასამართლოს წინაშე და გასცეს კითხვებს პასუხი. ამ ადამიანის წინააღმდეგ არსებობს რაღაც შეკითხვები, ამიტომ ამ შეკითხვებს პასუხი უნდა გასცეს“, – განაცხადა ნიკა ობოლაძემ.

banner
წინა სტატიაშიადამიანების დაშავებაში მთავარი დამნაშავე არის ნიკანორ მელია – კობახიძე
შემდეგი სტატიაჩემთან დაკავშირებული ფაქტები აბსოლუტურად ყველა შეესაბამება რეალობას – ხოშტარია სუს-ის ჩანაწერებზე