ნიკა ობოლაძე: გადაწყვეტილებას იღებენ არა სასამართლოში, არამედ „ქართული ოცნების“ ოფისში და კიდევ რომელიმე ერთ კერძო სახლში

გასაგებია, ეს იყო ჩვეულებრივი ფორმალობა, რომელიც უნდა გაგვევლო. მათ მიიღეს ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება კვლავ. გადაწყვეტილებას იღებენ არა სასამართლოში, არამედ „ქართული ოცნების“ ოფისში და კიდევ რომელიმე ერთ კერძო სახლში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა ობოლაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრობა“ ბრძოლას არ შეწყვეტს.

„სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა თავისუფალ გარემოში, აწონ-დაწონა სამართლებრივი საკითხები, იყო დიდი დისკუსია, სამართლებრივად განიხილეს ეს საკითხი, პოლიტიკისგან იყო დაცლილი ყველაფერი და მიიღეს ასეთი თავისუფალი გადაწყვეტილება. ეს ხუმრობით. სინამდვილეში სააპელაციო კი არა, როდესაც საქალაქო სასამართლო იღებდა ამ გადაწყვეტილებას, მაშინ როდესაც ჯერ გამოცხადებული არ იყო გადაწყვეტილება, სპეცრაზმი იყო მობილიზებული და სპეცრაზმის უფროსმა უფრო ადრე იცოდა გადაწყვეტილების შესახებ, ვიდრე თავად მოსამართლემ. აღარ არის სერიოზულობის ჟანრში იმის განხილვა, სასამართლო არის თუ არა თავისუფალი. გასაგებია, ეს იყო ჩვეულებრივი ფორმალობა, რომელიც უნდა გაგვევლო. მათ მიიღეს ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება კვლავ. გადაწყვეტილებას იღებენ არა სასამართლოში, არამედ „ქართული ოცნების“ ოფისში და კიდევ რომელიმე ერთ კერძო სახლში. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ბრძოლას შევწყვეტთ, ბრძოლას აუცილებლად გავაგრძელებთ“, – განაცხადა ობოლაძემ.

banner
წინა სტატიაშისამხედროები ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს ესტუმრნენ
შემდეგი სტატიაშეძრწუნებული ვარ ჟურნალისტ ვახო სანაიაზე მომხდარი თავდასხმის გამო