ნიკა მეტრეველი გახარიაზე: დავრწმუნდი რომ ეს ადამიანი ნამდვილად სახელმწიფოებრივად მოაზროვნეა და მართლაც ბოლომდე დაიცავს ქვეყნის ინტერესებს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 10, 2019 10:42

ნიკა მეტრეველი გახარიაზე: დავრწმუნდი რომ ეს ადამიანი ნამდვილად სახელმწიფოებრივად მოაზროვნეა და მართლაც ბოლომდე  დაიცავს ქვეყნის ინტერესებს

ნიკა მეტრეველმა ტელეკომპანია იმედის ეთერში შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ ექსპერტებთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბევრი მნიშვნელოვანი ინფორმაცია, მიიღეს, რასაც მომავალში საზოგადოებაც შეიტყობს.
,,მან ძალიან ბევრ საკითხზე ისაუბრა და ისაუბრა ძალიან გულწრფელად. არის ისეთი ნიუანსები რასაცსაზოგადოება აუცილებლად გაიგებს და ამის დროც აუცილებლად მოვა. ის არის მაქსიმალურად გახსნილი და კიდევ ერთხელ ადასტურებს სრულ მზაობას გამოძიებაზე და ასევე მზად არის რომ ბოლომდე მიიყვანოს ეს საქმე. დავრწმუნდი რომ ეს ადამიანი ნამდვილად არის სახელმწიფოებრივად მოაზროვნე და მართლაც ბოლომდე დაიცავს ქვეყნის ინტერესებს.’’ – განაცხადა ექსპერტმა.
მეტრეველმა გიორგი გახარიას გადადგომასთან დაკავშირებით წამყვანის შეკითხვასაც უპასუხა და აღნიშნა რომ შეხვედრის დროს მიღებული ინფორმაციის შემდეგ ეს კითხვა აღარავის გასჩენია მინისტრის მისამართით. ,,20 ადამიანიდან არავის მსგავსი კითხვა არ გასჩენია ბატონი გიორგი მისამართით. – აცხადებს მეტრეველი.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 10, 2019 10:42

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,521
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics