11.8 C
Tbilisi
ორშაბათი, ოქტომბერი 12, 2026
banner

ნიკა მელიაზე თავდასხმაში ბრალდებული პირი, სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა

ნიკა მელიაზე თავდასხმაში ბრალდებული საბა ნიკოლეიშვილი სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

საუბარია 2024 წლის 11 აგვისტოს სამტრედიაში მომხდარ შემთხვევაზე. კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერს, წინასაარჩევნო კამპანიის დროს, კოალიციის ოფისის გახსნაზე თავს დაესხნენ.

ფაქტზე გამოძიება 2 წლის შემდეგ, გასულ თვეში დაიწყო. ბრალი წაუყენეს მელიას დაცვის წევრ ცოტნე მირცხულავასაც, რომელსაც სულხან-საბა ნიკოლეიშვილზე თავდასხმას ედავებოდნენ. მირცხულავა 11 აგვისტოს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების გარეშე გაათავისუფლა.

“რომ წარმოიდგინოთ, რომ ქართული ოცნების რომელიმე ლიდერს ვინმე თავს დასხმოდა და მასზე ფიზიკურად ეძალადა, ეს ადამიანი თავისუფლებაზე ხომ ვერ იქნებოდა?! ნიკა მელიას შემთხვევაში კი პირიქით მოხდა. ეს მაგალითი ადასტურებს იმას, რომ ქვეყანაში არის შერჩევითი მართლმსაჯულება. გახსოვთ ნიკა მელიას გატაცების საქმე. გატაცების საქმეზეც კი ნიკა მელია იქნა გამტყუნებული სასამართლოს მხრიდან. რეალურად, რადგან ნიკას დაცვის ერთ-ერთ წევრს და ცოტნე მირცხულავას ბრალი წაუყენეს ამ საქმეზე, მოსალოდნელი იყო რომ რეალური დამნაშავის მიმართ გამოძიებას ექნებოდა ლმობიერი დამოკიდებულება და ესეც მოხდა. ეს ადამიანი დღეს გირაოს სანაცვლოდ არის თავისუფლებაზე” ,-თქვა ფორმულასთან ნიკა მელიას ადვოკატმა, ბექა კვინიკაძემ.

banner
წინა სტატიაშიილია თოფურია: პროფესიონალურ კარიერაში პირველად დავმარცხდი. იმ ღამეს სპორტის ის მხარეც გავიცანი, რომელიც მანამდე არასოდეს გამომეცადა
შემდეგი სტატიაგიორგი ბურჯანაძე: საქართველოს რუსეთში პატიმრების ექსტრადირება დაუწყია