ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი დღეს განიხილება

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკანორ მელიასთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი დღეს განიხილავს.

ნიკა მელია საპარლამენტო მანდატის დატოვების თხოვნით პარლამენტს 29 ივლისს მიმართა.

როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, ერთვება ოქტომბრის რეფერენდუმის ბრძოლაში და ტოვებს პარლამენტს.

„რეფერენდუმში გამარჯვების შემდეგ ეს პარლამენტი დაიშლება და იქნება ქართველი ხალხის მიერ არჩეული ახალი ლეგიტიმური პარლამენტი. მე, ნიკა მელია ვტოვებ პარლემენტს, საპარლამენტო მანდატს, მაგრამ ჩემი პრინციპული თხოვნით, მიუხედავად წინააღმდეგობისა გუნდის შიგნით, ტექნიკურად და ფორმალურად ჩვენი მეგობრები ამ ეტაპზე პარლამენტში რჩებიან“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

banner
წინა სტატიაშინონა გაფრინდაშვილი „ნეთფლიქსს“​ უჩივის და კომპენსაციის სახით ხუთ მილიონ დოლარს ითხოვს
შემდეგი სტატიანიკა გვარამია და მიშა მშვილდაძე პროკურატურაში დაიბარეს