ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე საქალაქო სასამართლო ამ წუთებში მსჯელობს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე საქალაქო სასამართლო ამ წუთებში მსჯელობს.

გენერალური პროკურატურა საქალაქო სასამართლოს მელიასთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს.

სასამართლო სხდომას ესწრებიან „ნაციონალური მოძრაობის“, „ევროპული საქართველოს“ წევრები, ასევე ნიკა მელიას მეგობრები და ახლობლები.

ნიკა მელიას ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მელიას ექვსიდან ცხრა წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ამასთან, გუშინ, პარლამენტმა პროკურატურას თანხმობა მისცა, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით სასამართლოს მიმართოს.

banner
წინა სტატიაშიშალვა ნათელაშვილი – მივმართავ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციას, თქვენ ჩვენი მეგობრები ხართ, თუ ჩრდილოელი დათვის
შემდეგი სტატია“კარდგად ნიკა,” – სასამართლოში წასვლამდე, ნიკა მელია საკუთარ შვილსა და ოჯახის სხვა წევრებს(+ვიდეო)