ნიკა მელიასთან დაკავშირებით პროკურატურის შუამდგომლობას პარლამენტის კომიტეტებმა მხარი დაუჭირეს

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკანორ მელიასთან დაკავშირებით პროკურატურის შუამდგომლობას საპროცედურო საკითხთა, წესების და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებმა მხარი დაუჭირა. კომიტეტების გადაწყვეტილებას ოპოზიციის წარმომადგენლებმა მხარი არ დაუჭირეს.

„ჩვენ დღეს არ ვწყვეტთ ნიკა მელიასთვის პატიმრობის გამოყენების საკითხს. ჩვენ დღეს ვწყვეტთ საკითხს, მიეცეს თუ არა უფლება პროკურატურას, იშუამდგომლოს სასამართლოს წინაშე კონკრეტულ არგუმენტებზე დაყრდნობით პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით. ეს მინდოდა, რომ მოქალაქეებისთვის კიდევ ერთხელ ამეხსნა და გამემახვილებინა ამაზე ყურადღება.

საზოგადოებას მივმართავ ამ შემთხვევაში და არა მხოლოდ კოლეგებს. შესაბამისად, ეს არ არის სასამართლო და სასამართლოზე მხარეებს სრული უფლება ექნებათ, იპაექრონ. იქ უნდა განიხილონ პატიმრობის გამოყენება-არ გამოყენების საკითხი. ჩვენ კონკრეტულ გარემოებაზე დაყრდნობით უნდა გადავწყვიტოთ თანხმობის მიცემა, შუამდგომლობა წარადგინოს პროკურატურამ. ამაზეა საუბარი“, – განაცხადა საკითხთან დაკავშირებით კენჭისყრამდე ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომაზე.

გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით პარლამენტს მიმართა.

banner
წინა სტატიაში“თავისუფლება პოლიტპატიმარს” – ამ წარწერით პარლამენტთან სამოქალაქო ატივისტებმა ბანერი მიიტანეს
შემდეგი სტატიაელენე ხოშტარია – პარლამენტში კიდევ ერთი სირცხვილის ფურცელი იწერება