ნიკა მელია:სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემა არის მოშლილი

,,ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას განცხადებით, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მომხდარ ფაქტს ორი ახსნა აქვს – ან ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურს გამოეპარა ტერორისტების გადაადგილება ქალაქში და ან სახელმწიფო დონეზე რაღაც ჯგუფმა შეითანხმა მათი ქვეყანაში შემოყვანა გაურკვეველი მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად.

”ამ ფაქტს აქვს მხოლოდ და მხოლოდ ორი ახსნა. ან მოხდა საერთაშორისო ტერორიზმში ბრალდებული ადამიანების შემოპარვა ქვეყანაში და შემდეგ მათ მოახერხეს განლაგება თბილისის ცენტრში. ეს მოახერხეს ისე, რომ თითქოს გამოეპარათ სპეცსამსახურებს წარმოუდგენელი შეიარაღება, რომელიც მათ მოაწყვეს საცხოვრებელ ბინაში. ან არის მეორე ახსნა, რომ სახელმწიფო დონეზე რაღაც ჯგუფმა შეითანხმა მათი ქვეყანაში შემოყვანა გაურკვეველი მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად. შემდეგ ამ შეთანხმების დარღვევა მოხდა და შეთანხმების მიღმა განხორციელდა და განვითარდა ის მოვლენები, რომელიც ჩვენ ვიხილეთ,” -განაცხადა ნიკა მელიამ.

 

[fbvideo link=”https://www.facebook.com/Nika.Melia5/videos/1744825465558750/” width=”500″ height=”400″ onlyvideo=”1″]

banner
წინა სტატიაშიოპერაცია ქართული მაფიის წინააღმდეგ ესპანეთში – დაკავებულია 16 პირი
შემდეგი სტატიაგიორგი აბაშიშვილი: კომისიის უმრავლესობას მოვუწოდებ დაინიშნოს პლებისციტი