ნიკა მელიას თავს დაესხნენ

გლდანულაში, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს და გლდანში ოპოზიციის ერთიან კანდიდატს, ნიკა მელიას თავს დაესხნენ.

სამოქალაქო ატივისტი, ანა ჭარხალაშვილი Facebook-ზე წერს, რომ ნიკა მელია ამომრჩევლებს გლდანულაში, ერთ-ერთ სკვერში ხვდებოდა, რა დროსაც კვერცხები და ქვები დაუშნეს.

“ქართული ოცნება / Georgian Dream სამარცხვინო მოძლადეები ხართ არ შეგრჩებათ!!! შეხვედრა გვქონდა ხალხთან. ნიკა მელია ესაუბრებოდა ხალხს და ქართული ოცნების ტიტუშკებმა ქვები და კვერცხები ისროლეს მაღალი სართულიდან, დიდიხნის განმავლობაში დაგვყვებოდნენ, ბოლოს ეს დაგეგმეს. საბედნიეროდ გადავრჩით და ეს ქვები აგვცდა”, – წერს ანა ჭარხალაშვილი.

Edison Research-ის კვლევის შედეგებით, კითხვაზე, თუ ვის მისცემდნენ ხმას გლდანის მაჟორიტარულ ოლქში, არჩევნები რომ დღეს ტარდებოდეს, ნიკა მელია პირველივე ტურში იმარჯვებს.

banner
წინა სტატიაში“ლელო საქართველოსთვის” შეშფოთებით ადევნებს თვალს ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე შეიარაღებულ დაპირისპირებას
შემდეგი სტატიაირაკლი ჩიქოვანი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ტყაიაში ახალგარდებს ოკუპაციაზე ესაუბრა