ნიკა მელიას სასამართლომ აკრძალვები დაუწესა

region
ავტ.: region ივნისი 27, 2019 16:50

ნიკა მელიას სასამართლომ აკრძალვები დაუწესა

“ამ ეტაპზე სასამართლომ იმსჯელა მხოლოდ დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით“ – ამის შესახებ საქალაქო სასამართლოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, სადაც ნიკა მელიას საქმეზე მოსამართლემ გადაწყვეტილება გამოაცხადა.

საქალაქო სასამართლოში განმარტეს, რომ ოპოზიციის წევრს გარკვეული შეზღუდვები დაუწესდა. მას ეკრძალება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში განცხადებების გაკეთება, საცხოვრებელი სახლის დატოვება, მოწმეებთან კომუნიკაცია, საცხოვრებელი სახლის დატოვება. ასევე გადაწყვეტილებით, ნიკა მელიამ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და პასპორტი საგამოძიებო ორგანოებს უნდა ჩააბაროს.

„ამ ეტაპზე არ იქნება სწორი სასამართლო მხრიდან ამ საკითხის შეფასება. ვინაიდან წინ არის საქმის არსებითი განხილვა. ამ ეტაპზე სასამართლომ იმსჯელა მხოლოდ დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით, რაც არის მინიმალური სტანდარტი, რომელიც გამოიყენება აღკვეთის ღონისძიებების მსჯელობის საკითხზე,“ – განაცხადეს სასამართლოში გამართულ ბრიფინგზე.

region
ავტ.: region ივნისი 27, 2019 16:50