ნიკა მელიას სასამართლო პროცესი სავარაუდოდ, დღეს გაიმართება

თბილისის საქალაქო სასამართლოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი სავარაუდოდ, დღეს გაიმართება.

პრესსამსახურის ინფორმაციით, პროცესის ზუსტი დრო დღეს დილით გახდება ცნობილი.

ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეცვლასთან დაკავშირებით სასამართლოს საქართველოს პროკურატურამ გუშინ მიმართა.

ნიკა მელიას გირაოს თანხა – 40 000 ლარი ევროკავშირმა 8 მაისს გადაიხადა. აღნიშნული თანხა „ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის“ (European Endowment for Democracy) გამოყო და ხელისუფლებას “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” გადასცა.

banner
წინა სტატიაშიდავით ჭიჭინაძე – ჩვეულებრივი ტყვეებით ვაჭრობა გამართა „ოცნებამ“
შემდეგი სტატიათბილისში ტექნიკის მაღაზია გაქურდეს