ნიკა მელიას სასამართლო პროცესი დღეს, 16:00 საათზე გაიმართება

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი 16:00 საათზე გაიმართება. სხდომაზე მოსამართლემ უნდა განიხილოს პროკურატურის შუამდგომლობა, რომლითაც საგამოძიებო უწყებამ მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე გუშინ მიმართა.

შუამდგომლობას მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი განიხილავს, რომელიც საქმეს არსებითად იხილავს.

რაც შეეხება ბრალდებულის ადვოკატების პოზიციას, დამცველების თქმით, ისინი აპირებენ სხდომაზე დააფიქსირონ პოზიცია, რომ ყოველგვარი აღკვეთის ღონისძიების გარეშე უნდა გათავისუფლდეს ნიკა მელია, რადგან მათი შეფასებით, მელია უკანონო პატიმრობაში იმყოფება.

ნიკა მელიასთვის შეფარდებული გირაოს თანხა 40 000 ლარი, ევროკავშირის ეგიდით „ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის“ 8 მაისს გამოყო.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ რეგულაციების დარღვევის 1 000 ფაქტი გამოავლინა
შემდეგი სტატიარუსთავის ციხესთან ნიკა მელიას მხარდამჭერები იკრიბებიან