ნიკა მელიას საქმის არსებითი განხილვა იწყება

თბილისის საქალაქო სასამართლოში “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმის არსებითი განხილვა იწყება. სავარაუდოდ, ჩვენებას 2 პოლიციელი მისცემს. ორივე სამართალდამცველი პროკურატურის მოწმეა.

წინა პროცესების მსგავსად, ადვოკატები ახლაც დარწმუნებულები არიან, ბრალდების მოწმეები მელიას წინააღმდეგ ვერაფერს დაამტკიცებენ. ოპოზიციური პარტიის, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს, სახელმწიფო ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავება, ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი ამბობს, რომ “ჯგუფური ძალადობის ორგანიზება იყო ის, რაც საზოგადოებამ 2021 წლის 5 ივლისს იხილა”.

პროცესს დღესაც არ დაესწრება ნიკა მელია, რადგან ის მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა სხდომათა დარბაზიდან გააძევა.

banner
წინა სტატიაშიევროკომისიამ Daimler-ი, BMW და Volkswagen-ი 875 მილიონი ევროთი დააჯარიმა
შემდეგი სტატიამედიის წარმომადგენლებზე ძალადობაში ბრალდებულ სამ პირს პატიმრობა შეეფარდა