„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას მიმართ აღძრულ საქმეზე სასამართლო განაჩენს, სავარაუდოდ, ხვალ, 6 აგვისტოს გამოაცხადებს. პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 13:00 საათზეა ჩანიშნული.
ოპოზიციონერ პოლიტიკოსს სასამართლოს უპატივცემულობას — ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანისადმი სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას ედავებიან.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც მოსამართლის შეურაცხყოფას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი სასჯელის სახით 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.















