ნიკა მელიას პენიტენციურ დაწესებულებაში ადვოკატები ხვდებიან

რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს, ნიკა მელიას ადვოკატები ხვდებიან. როგორც საპყრობილეში შესვლამდე მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა განაცხადა, მელიასთან ხვალინდელ სასამართლო პროცესთან დაკავშირებით გაივლიან კონსულტაციას.

„ხელისუფლებას, პროკურატურას, სასამართლოს აქვს კიდევ ერთი შანსი, რომ ნიკა მელია ყოველგვარი წინაპირობების გარეშე გაათავისუფლოს უკანონო პოლიტიკური პატიმრობიდან. მათ შეუძლიათ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართონ და მისი პატიმრობიდან გათავისუფლება მოითხოვონ. ვნახოთ, მოვლენები როგორ განვითარდებდა და ამ შანსს გამოიყენებს თუ არა ხელისუფლება, ამას ხვალ ვნახავთ.

მინდა გამოვეხმაურო „ქართული ოცნების” მიერ დაინიცირებულ ამნისტიის შესახებ კანონპროექტს. აღნიშნული კანონპროექტი შეეხება მთლიანად 2019 წლის 19-21 ივსნისის მოვლენებს. მე როგორც იურისტი, ვამბობ, რომ ეს უპრეცედენტო მოვლენაა, რომ ამნისტიის აქტში არ ფიქსირდებოდეს კონკრეტული მუხლი და კონკრეტული დანაშაული”,- განაცხადა კონდახიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიშალვა ნათელაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა
შემდეგი სტატიაჩვენც ჩავერთვებით გათავისუფლების პროცესში – ზაზა გახელაძის ოჯახი აქციებს აანონსებს