ნიკა მელიას მორიგი სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა დღეს, 29 აპრილს გაიმართება.

პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზე დაიწყება. სხდომას არ დაესწრება თავად ბრალდებული ნიკა მელია, ვინაიდან ის გასულ პროცესზე მოსამართლემ სასამართლოს უპატივცემულობის გამო დარბაზიდან გააძევა.

ექნება თუ არა დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარეს რაიმე სახის შუამდგომლობა, ეს უცნობია. დაცვის მხარე კი აცხადებს, რომ დღეს ხელისუფლებას ნიკა მელიას გათავისუფლების შანსი აქვს.

banner
წინა სტატიაშივიოლა ფონ კრამონი – არ შეიძლება გულუბრყვილოები ვიყოთ, როცა ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებლებს რუსეთის პასპორტების აღებას აიძულებენ
შემდეგი სტატიაგოდოლაძე – ვაჩერებთ მეწყერს – ძალიან სუსლელური განცხადებაა, დიდი ბოდიში