ნიკა მელიას მიერ გირაოს გადაუხდელობით ოპოზიცია საპროტესტო აქციების აგორებას თუ აპირებს, ეს წარუმატებელი იქნება

პოლიტიკოსს, რომელსაც ქვეყნის მმართველობაში მოსვლის პრეტენზია აქვს, გათავისებული უნდა ჰქონდეს, რომ კანონს პატივი სცეს, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ნიკა მელიას მიერ გირაოს გადაუხდელობით ოპოზიცია საპროტესტო აქციების აგორებას თუ აპირებს, ეს წარუმატებელი იქნება.

„კანონის დაუმორჩილებლობა იმას ნიშნავს, რომ ზოგადად, სახელმწიფოს პატივს არ სცემ. ეს არის სამართლებრივი საკითხი. პოლიტიკოსს, რომელსაც პრეტენზია აქვს, რომ ქვეყნის მმართველობაში მოვიდეს, მას გათავისებული უნდა ჰქონდეს, რომ კანონს პატივი უნდა სცეს. თუ ისინი ამით რაღაც საპროტესტო აქციების აგორებას აპირებენ, არ მგონია, ამას რაიმე წარმატება ჰქონდეს“, – განაცხადა სამხარაძემ.

პროკურატურამ მელიას გირაოს პირობების შესასრულებლად დამატებითი ერთკვირიანი ვადა 5 თებერვალს მისცა, თავად მელია კი აცხადებს, რომ გირაოს თანხის გადახდას არ აპირებს.

banner
წინა სტატიაშინიკოლოზ სამხარაძე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ურჩევს, სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა თუ სურთ, ეს თავად გააკეთონ
შემდეგი სტატიაევროკავშირის ამ მოხსენებაში ძალიან კარგად ჩანს , რომ ჩვენი ევროპელი პარტნიორები ზუსტად აცნობიერებენ იმას, თუ რა არის გამოსავალი არსებული პოლიტიკური კრიზისიდან – კაპანაძე