ნიკა მელიას ინფორმაციით, თბილისის მერიასთან რამდენიმე ადამიანია ნაცემი

”ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ნიკა მელიას ინფორმაციით, მერიასთან რამდენიმე ადამიანია ნაცემი. მელიამ განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ცნობილი გახდა, რომ აქციის ერთ-ერთი წევრი ლევან ხაბეიშვილი ნაცემია და ის თბილისის მერიაში შეიყვანეს.
”არა მხოლოდ ლევან ხაბეიშვილი, არამედ აქციის რამდენიმე მონაწილეა მძიმედ ნაცემი. მივმართავ თბილისელებს, მზად ვარ დავტოვო მანდატი ხვალვე და ვიბრძოლო როგორც თბილისელმა. ეს ქალაქი ყველასია. ეს პროტესტი გაგრძელდება და იქნება მძლავრი და გადათელავს დანაშაულებრივ რეჟიმს”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი წევრი ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ სამართალდამცველებმა ჯერ მერიის შესასვლელთან სცემეს, შემდეგ კი მერიაში შეიყვანეს.ხაბეიშვილის თქმით, მას პოლიციელები თავის არეში ურტყავდნენ.

banner
წინა სტატიაშითბილისის მერიის წინ მიმდინარე აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს
შემდეგი სტატიამსჯავრდებულებისთვის კულინარიის ხელოვნებაში პროფესიული მომზადების პროგრამა დაიწყო